ძალიან მოკლე - დეპუტატები პრეზიდენტის მოხსენებას აფასებენ
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბოლო საპარლამენტო გამოსვლა დასრულდა. დეპუტატები დებატებისთვის ემზადებიან. იქამდე კი პრეზიდენტის მოხსენებას აფასებენ.
გიორგი მარგველაშვილის ბოლო გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციაც აკრიტიკებს და ერთი სიტყვით ახასიათებს - მოკლე.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ და პრეზიდენტისგან ობიექტურ და სიღრმისეულ მოხსენებას ელოდნენ.
დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში გულწრფელი არ იყო და ნეგატიური შეფასებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.
"საქართველოს პრეზიდენტი პოზიტიურად მხოლოდ იმ მომენტს აფასებს, როცა მთავრობის წარმომადგენელი თავად იყო. როცა მან დატოვა მთავრობა და პრეზიდენტად აირჩიეს, დადებითმა მხარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის აზრით, მარგველაშვილი ფაქტების დამახინჯებას ცდილობს.
"კრიტიკა მაშინ არის მისაღები, როცა ობიექტურია, ჩვენ კრიტიკას არ ვუშინდებით", - განაცხადა დეპუტატმა.
მათიკაშვილის აზრს იზიარებს მისი თანაგუნდელი, უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ეს იყო ძალიან მოკლე ანგარიში და ქართულ ოცნებას ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უფრო სიღრმისეულად ისაუბრებდა.
"ანგარიშში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული, ვერ მოვისმინე ინფორმაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, ვერ მოვისმინეთ ასევე ინფორმაცია თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი აშშ-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას და ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებს. მას არ უსაუბრია ტატუნაშვილი სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატი არ ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ ოპოზიცია მიზანმიმართულად დააზუსტა.
"პარლამენტში ოპოზიცია ძლიერია და ასევე არასამთავრობო სექტორიც. მან არ დააფიქსირა ეს საკითხები და არ თქვა, რომ პოლიტიკური პროცესები დემოკრატიული სტანდარტით მიმდინარეობს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე მმართველი პარტიის მსგავსად ელოდა, რომ პრეზიდენტს გამოსვლა უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ უმრავლესობისგან განსხვავებით მეტი კრიტიკის მოლოდინიც ჰქონდა.
"რამდენიმე სწორი აქცენტი დასვა, მაგრამ მთავარი პრობლემებს შესახებ არ უსაუბრია. ის, რომ ქვეყანაში დასუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა, პირიქით სახელმწიფო ინსტიტუტები უზურპირებულია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატის თქმით, მარგველაშვილს არ უხსენებია არაფორმალური მმართველის პრობლემაზე.
"რატომ მოხდა ასე ვერ გეტყვით, შეიძლება, ქართული ოცნების მუქარამ გაჭრა, შეიძლება ყველა პრობლემაზე საუბარს დასკვნითი სიტყვის დროს აპირებს, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ოთხსაათიან შტურმს განახორციელებს ან შესაძლოა, სხვა გეგმები აქვს და არ უნდა იყოს კრიტიკული. ადამიანი, ვისაც საპრეზიდენტო ამბიცია აქვს, ობიექტური უნდა ყოფილიყო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატი ნიკა მელია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს.
"კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად მცირე რამე თქვა, იმდენად ხანმოკლე იყო. არაფერი თქვა, ან ვერაფერი თქვა. ხუთი წლის განმავლობაში, არაფერი დაგროვდა იმაზე მეტი, ვიდრე 15-წუთიან ანგარიშში მან ბრძანა? არ ვიცი, რატომ შეარჩია ასეთი ტაქტიკა და სტრატეგია", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ევროპული საქართველო
პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატები იმ საკითხებზე საუბარს, რაც პრეზიდენტს ყოველწლიურ გამოსვლაში გამორჩა, საპარლამენტო დებატების დროს თავად აპირებენ.
დეპუტატ, დავით ბაქრაძის თქმით კი ის პრეზიდენტის უფრო მეტ გულახდილობას ისურვებდა.
"ვისურვებდი პრეზიდენტი ყოფილიყო გულახდილი არა მხოლოდ პრობლემების აღწერაში, არამედ იმაში თუ რამ მიიყვანა ქვეყანა ამ პრობლემებამდე და რა როლი აქვს ამაში ქართულ ოცნებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა





კომენტარები