თბილისში, ორთაჭალაში მანქანა გაზგასამართ სადგურს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარადაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მათ რა ინფორმაციაც აქვთ, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.