თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესს დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ლისის ტბა სარეკრეაციო მახასიათებლის გაქრობის საფრთხის ქვეშაა, რის გამოც ქაოტური განაშენიანება განვითარების სწორ კალაპოტში უნდა მოექცეს:

"უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა და მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები."