"მე ვარ ქალი - აღიარე!" - აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებებისთვის
დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობამ ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად, იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა.
ქალთა მოძრაობა ითხოვს სახელმწიფომ აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.
ტრანსგენდერ ქალებს მიაჩნიათ, რომ პირადობის მოწმობაში მათი იდენტობისგან განსხვავებული სქესის მითითება მათ უფლებებს არღვევს.
ტრანსგენდერის უფლებების დაცვის მოთხოვნის პარალელურად, იუსტიციის სახლთან ტრანსფობიური შინაარსის კონტრაქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა გამართეს. კონტრაქციის მონაწილემ, ჰომოფობიური გამონათქვამებით გამორჩეულმა გურამ ფალავანდიშვილმა ქალთა მოძრაობის აქციის მონაწილეებს ერთი ცალი კვერცხი ესროლა. პოლიციამ ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადგილზე დააკავა.
კომენტარები