ჩვენ ვიცით რითი მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში: ბრიტანეთის ხელისუფლება
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ემბერ რადის განცხადებით, მათ აქვთ წარმოდგენა თუ რა ნივთიერებით მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი კვირას, დაახლოებით, 16 საათზე ქალაქ სოლსბერიში მდებარე ერთ-ერთი პარკში გამვლელებმა შოკურ მდგომარეობაში იპოვეს. სკრიპალისა და მისი შვილის ჯანმრთელობის გაურესების მიზეზად მათ შესაძლო მოწამვლას ასახელებენ, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასეხელებს კონკრეტული ნივთიერებას.
ადგილი, სადაც დაშავებულები აღმოაჩინეს, კვლავ ამკრძალავი ლენტითა და ტენტითაა შემოსაზღვრული. ასევე, დეზინფექციური სამუშაოები ჩატარდა იმ რესტორანში, სადაც დაშავებულები შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდნენ. ორივე დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ვინ არის სერგეი სკრიპალი
სერგეი სკრიპალი ყოფილი რუსი ჯაშუშია. სკრიპალი წლების განმავლობაში სადესანტო ძალების სამხედრო შენაერთში მუშაობდა. 90-იან წლებში სკრიპალი სადესანტო ნაწილიდან სამუშაოდ სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოში გადავიდა, სადაც კადრების განყოფილებას კურირებდა.
1999 წელს სკრიპალი პენსიაზე პოლკოვნიკის ჩინით გავიდა და სახელმწიფო სამსახური რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელა. 2004 წლის დეკემბერში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სკრიპალი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრიტანულმა სპესსამსახურებმა სკრიპალი ჯერ კიდევ 1995 წელს გადაიბირეს, მოცემული დროიდან ის აქტიურად აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას ბრიტანულ დაზვერვას. 2006 წელს, მიმდინარე სასამართლო პროცესზე მან ბრალი აღიარა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სკრიპალს სასჯელის სრულად მოხდა არ მოუწია.
2010 წელს, სკრიპალი და იგივე მუხლით გასამართლებული კიდევ სამი პირი გაცვალეს რუს მოქმედ ჯაშუშებში, რომლებიც აშშ-ში გამოაშკარავეს. გამოაშკარავებული ჯაშუშების სიაში იყო რუსეთის დაზვერვის გენერალ-მაიორი გენადი ვასენკოვი. ვასენკოვისა და სხვა რუსი ჯაშუშების გამოაშკარავება, თავის მხრივ ამერიკილების მხარეს გადასული ალექსანდრე პოტეევის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
პოტეევი ე.წ. არალეგალური დაზვერვის ამერიკულ ნაწილს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს პოტეევს რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 2016 წელს პოტეევი აშშ-ში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით სკრიპალი 2010 წლიდან ქალაქ სოლსბერიში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ამ დროიდან იგი ბრიტანეთის მოქალაქეობასაც ფლობდა. BBC-ის ინფორმაციით, სკრიპალი აქტიურ კონსულტაციას უწევდა ბრიტანული დაზვერვას და, ასევე, რუსული დაზვერვის თემატიკაზე ლექციებს კითხულობდა.
რა მოხდა სოლსბერიში
ქალაქი სოლსბერი ლონდონიდან 140 კილომეტრში მდებარეობს. კვირას დაახლოებით 16 საათზე სკრიპალი და მისი შვილი, იულია სავაჭრო ცენტრში მდებარე რესტორანში სადილის შემდეგ გარეთ გამოვიდნენ და პარკში შეუძლოდ გახდნენ.
შემთხვევის თვითმხილველები ყვებიან, რომ ორივე დაზარალებული ძალიან უცნაურად იქცეოდა და თავიდან მათ იფიქრეს, რომ ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამსახური მოვიდა, ორივე დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
რატომ ვარაუდობენ მოწამვლას
საქმე იმაშია, რომ სკრიპალის შემთხვევა არ არის პირველი როდესაც ყოფილი რუსი აგენტი თავდასხმის მსხვერპლი ხდება. სკრიპალის შემთხვევამ ყველას გაახსენა ალექსანდრე ლიტვინენკოს გახმაურებული საქმე.
ლიტვინენკო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელიც ბრიტანეთს ჩაბარდა. 2006 წელს ლიტვინენკო პოლონიუმის იზოტოპით მოწამლეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ყოფილი აგენტის საქმეზე მიმდინარე გამოძიებამ დაადგინა, რომ მისი მკვლელობის საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული რუსეთის დაზვერვის მოქმედი მაღალჩინოსნები. გამოძიებამ, ასევე, დაასკვნა, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული.
2005 წლიდან დღემდე მხოლოდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშების საეჭვო ვითარებაში დაღუპვის 14 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, მოწამვლის ვერსიას ამყარებს მანამდე სკრიპალის შვილისა და ცოლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება.
სკრიპალის შემთხვევას გამოეხმაურა, ასევე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი თქმით, თუ კი დადასტურდა რუსეთის ჩარევა სკრიპალის თავდასხმის საქმეში, ბრიტანეთი მკაცრს საპასუხო ზომებს მიიღებს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მათ ბრიტანელი კოლეგებისგან ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა თანამშრომლობისთვის.
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
კომენტარები