აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: რუსეთი კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ზეგავლენას გეგმავს
ამერიკის დაზვერვის სამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში ჩარევას გეგმავს.
დენ ქოუთსმა, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა სენატის დაზვერვის კომიტეტს განუცხადა, რომ რუსეთი შუალედურ არჩევნებს "გავლენის პოტენციურ სამიზნედ" მიიჩნევს.
"უცხოური არჩევნები ის საკვანძო გადახრის დროს, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს თავისი ინტერესები გაატაროს ცხადადაც და ფარულადაც", - განაცხადა მან.
"როგორც მინიმუმ, ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი გააგრძელებს პროპაგანდის, სოციალური მედიისა და ყალბი სოციალური ანგარიშების, ასევე სხვადასხვა სპიკერის გამოყენებასა და სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს და სცადოს შეერთებულ შტატებში არსებული სოციალური და პოლიტიკური ბზარების გაღრმავება", - დასძინა ქოუთსმა.
ქოუთსი ამბობს, რომ რუსეთის მიერ სოციალური მედიის გამოყენებით მომხმარებელთა პოზიციების ჩამოყალიბების მცდელობა საკმაოდ იაფი მეთოდია და ამიტომ, ის ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებს შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება.
ქოუთსის თქმითვე, ამერიკისთვის ყველაზე დიდი კიბერსაფრთხეები რუსეთიდან, ჩინეთიდან, ჩრდილო კორეიდან და ირანიდან მოდის.
მაიკ როჯერსი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ რუსეთის განზრახვა ჩაერიოს ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტებში "უნდა შეიცვალოს, ან შეჩერდეს".
დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც კანონმდებლებს დღეს ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკის წინაშე მდგარი გლობალური საფრთხეების შესახებ, ამბობენ, რომ ისინი თანხმდებიან, რომ სწორი იყო 2017 წლის იანვარში ამერიკის დაზვერვის სამსახურების მიერ გაკეთებული შეფასება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სცადა 2016 წლის არჩევნებში ჩარევა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.
რობერტ კარდილო, ეროვნული გეოსივრცული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნებისას მომხდარის განმეორების შანსი არსებობს.
სენატორი მარკ ვორნერი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების შესახებ, ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ოფიციალური მოსკოვი ამერიკულ დემოკრატიაზე კოორდინირებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
"რუსეთის მცდელობები მოიცავდა 21 შტატში საარჩევნო სისტემებზე თავდასხმას სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით იმისათვის, რომ დეზინფორმაცია უპრეცედენტო მასშტაბით გაევრცელებინათ", - ამბობს ვორნერი.
"არ შეცდეთ: ეს საფრთხე 2016 წელს არ გაჩენილა და არც იმ არჩევნებით დასრულებულა", - თქვა მან.
"ჩვენ ვხედავთ განგრძობით შეუარაცხყოფას რუსეთის მხრიდან იმით, რომ ის მიზანში იღებს და ძირს უთხის ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, და ისინი აპირებენ ამის გაგრძელებას".
შეკითხვაზე, თუ რომელი ამერიკული სამთავრობო სააგენტო არის პასუხისმგებელი რუსეთის "გავლენის ოპერაციებისთვის" წინააღმდეგობის გაწევაზე, ქოუთსმა უპასუხა, რომ ეს არც ერთი კონკრეტული უწყების პასუხისმგებლობა არ არის.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები