Variety: საქართველო ფილმის გადასაღებად საუკეთესო ადგილია
ფოტო: KINO IBERICA
Variety უკვე მეორედ წერს საქართველოზე, როგორც კინოინდუსტრიის ყველაზე ცხელ წერტილზე.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველომ, რომელიც აერთიანებს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას, გასულ წელს კინოსამყაროს თავი მიმზიდველი და საინტერესო ადგილებით დაამახსოვრა.
"სანამ ფილმის გადაღებებისთვის ადგილის ძებნას დაიწყებთ, გახსოვდეთ რომ საქართველო ამისთვის საუკეთესო ადგილია", - წერს გამოცემა.
Variety-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ერთდროულად აერთიანებს როგორც თანამედროვე ნაგებობს, ასევე, არ კარგავს ძველ, ისტორიულ ძეგლებს, რაც მათი აზრით, კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის ძალიან საინტერესოა გამოცდილება იქნებოდა.
ჟურნალისტი დაინტერესდა თურქი რეჟისორის, თოლგა ორნეკის გამოცდილებითაც, რომელიც საქართველოში სერიალს იღებს.
"ჩვენი სერიალი რამდენიმე კულტურაზეა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა აქ დაგვხვდა", - ამბობს თოლგა.
ამ თემაზე მასალა Variety-მ პირველად გასულ წელს მოამზადა.
"მთიანი ქვეყანა, რომელიც აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს – სტუმარს განსხვავებული კულტურების ნაზავსა და უნიკალურ ხედებს სთავაზობს. საქართველო ნამდვილი აღმოჩენაა და მისით საერთაშორისო დონის კომპანიები ინტერესდებიან. ქართულ ბაზარზე არსებული საკმაოდ დაბალი ფასები კი ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის", - წერდა გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით შეიმუშავა წამახალისებელი პროგრამები კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სფეროების ხელშეწყობისათვის.
შესაბამისად, საქართველოში გადაღებების წარმოება სასიამოვნოსთან ერთად მომგებიანი პროცესიც გახდა. საერთაშორისო პროდიუსერებს საშუალება მიეცათ პროგრამის, გადაიღე საქართველოში, ფარგლებში წამახალისებელი, ე.წ. Cash Rebate მექანიზმის დახმარებით აინაზღაურონ გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20%, ხოლო ე.წ. კულტურული ტესტის გავლის შემთხვევაში კი დამატებით 5% დაიბრუნონ უკან, რაც მაგალითისთვის ადგილობრივი მსახიობების წამყვან როლებზე დამტკიცებას, ქართული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენასა და სხვა კულტურულ შტრიხებზე ყურადღების გამახვილებას მოიაზრებს.
ეს ყველაფერი კი, სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიების არსებობასთან ერთად, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს მომსახურების ფართო სპექტრს, ხმის, განათებისა და სხვა მაღალი დონის აპარატურის სახით, სთავაზობენ, საქართველოს საკმაოდ მიმზიდველს ხდის და პროდიუსერების მაღალ ინტერესს იწვევს ბოლივუდიდან და ჰოლივუდიდანაც კი.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები