ნიკა გვარამია

31 Jan. 2018, 19:49

რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სრულიად არავითარი ზეგავლენა არ აქვს ქართულ მედიაბაზარზე და საზოგადოებრივ აზრზე, არც ქართულ დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე ახდენს რაიმე მნიშვნელოვან პოზიტიურ ეფექტს. ასეთი გიგანტური პლატფორმის ამგვარ წარუმატებლობას მართლა მოხერხება და განსაკუთრებული უნიჭობა უნდა. თუმცა, რაა გასაკვირი, როცა დირექტორს რეიტინგი საგინებელი სიტყვა გონია და პოლიტიკური ნეიტრალურობა - ია ანთაძე და თამარ ჩიქოვანი.

ხოდა ეს უუნარო კაცი მოხსნა ამერიკულმა მენეჯმენტმა და ახლა ათას სისულელეს როშავს. არ გამოვეხმაურებოდი (მეტიც, მის არსებობასაც ვერ შევიტყობდი), რ2-ს რო არ მოიხსენიებდეს აუგად.

ps ერთი, რაც ამ ყველაფერში მაკვირვებს, ამ უნიჭო და არაფრისმომცემი კაცის ანტირუსთავიორულ ეპოპეას და რადიო თავისუფლების ამერიკული მენეჯმენტის გინების სერიას ტვ იმედთან (რაც გასაგებია) ერთად, ძალიან კარგი ინტერნეტ მედია - netgazeti.ge თავდადებით რატომ მიეძღვნა. 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილი დირექტორის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…