თსუ-მ საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია გახსნა - გაყიდვები უკვე დაწყებულია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თიბისი ბანკთან ერთად საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია გახსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა უნივერსიტეტმა მსგავსი პროექტი წამოიწყო. აქამდე, არც ერთ სხვა ქართულ უნივერსიტეტს ბრენდირებული ონლაინ მაღაზია არ ჰქონია.
TSU Store - ასე ჰქვია საიტს, სადაც განთავსებულია ბრენდირებული ტანისამოსი და აქსესუარები. მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია: სტუდენტებს, ლექტორებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა თუ მათ, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
სასურველი პროდუქტის შერჩევის შემდეგ, თქვენ სტანდარტული პროცესი გელით წინ: გადაიხდით თანხას და ერთ ან ორ დღეში შეკვეთას სახლში მოგართმევენ.
თიბისი ბანკი და თსუ წლებია თანამშრომლობენ. მათ არაერთი საერთო პროექტი განუხორციელებიათ. ონლაინ მაღაზიის შექმნა თიბისი ბანკის ინიციატივით მოხდა, თუმცა თსუ-ს როლი ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდია.
საიტი უკვე გაშვებულია და დღესვე შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა. დროთა განმავლობაში, საიტს კიდევ დაემატება სხვადასხვა დიზაინის ტანისამოსი და აქსესუარები. ამ ეტაპზე კი, დიზაინის მთავარი ელემენტი თსუ-ს დაარსების თარიღია.
ფოტო: TSU Store
1918 წლის 26 იანვარს კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი გახდა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით შეირჩა. თავად ივანე ჯავახიშვილმა კი, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა აიღო საკუთარ თავზე. 2018 წელს თსუ დაარსების ერთი საუკუნის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღის აღსანიშნავად, თიბისი ბანკთან ერთად კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
კომენტარები