ტაჯიკეთში ნათესავებისა და ერთი ქალის რძით გაზრდილ ადამიანთა ქორწინება აიკრძალა
ფოტო: News.tj
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები ქვეყნის ოჯახის კოდექსში, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ქორწინება და-ძმას, ასევე, პირველი და მეორე რიგის ბიძაშვილებს, დეიდაშვილებსა და მამიდაშვილებს შორის. ქორწინების აკრძალვა ასევე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვილობისას ერთი ქალის ძუძუთი იკვებებოდნენ.
ტაჯიკეთის საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის იანვარში დაამტკიცა და კანონის ძალაში შესვლამდე აქტიური კამპანია დაიწყო. რადიო თავისუფლების ტაჯიკეთის სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელი აკრძალვის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლო ნათესავებში ქორწინებების რიცხვი. ერთ-ერთმა წყვილმა, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები არიან, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ ქორწინება დააჩქარეს, რადგან ამას 1 ივლისიდან ვერ შეძლებდნენ.
გარდა ახლო ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვისა, წყვილები ვალდებულები იქნებიან ქორწინებამდე გაიარონ უფასო სამედიცინო შემოწმება. შემოწმება საქალწულე აპკის მთლიანობაზე ქორწინების წინ კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, თუმცა ტაჯიკურ საზოგადოებაში ამ სერვისზე მაღალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, აღნიშნული შემოწმების გაკეთება უფასოდაა შესაძლებელი.
ქორწინების აკრძალვა ასევე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვილობისას ერთი ქალის ძუძუთი იკვებებოდნენ
ტაჯიკეთის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ, რომელთათვის მნიშვნელოვანია ოჯახის კულტი, ოჯახის წევრებს შორის ქორწინება კი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ოჯახებს არ სურთ ოჯახში გარეშე, უცხო პირის მიღება და საკუთარი ქონების სხვა ოჯახისთვის განაწილება.
ტაჯიკეთის ხელისუფლების არგუმენტი მსგავსი აკრძალვის შემოღებისას იყო ის, რომ ქვეყანაში მაღალია იმ ახალშობილთა რაოდენობა, რომლებიც იშვიათი გენეტიკური დარღვევებით იბადებიან. აღნიშნულს კი სწორედ ახლო ნათესაური ქორწინებით ხსნიან. ტაჯიკეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, ტაჯიკეტში გენეტიკური დარღვევებით დაბადებულთა 35% სწორედ ახლო ნათესაური სექსუალური კავშირის შედეგადაა ჩასახული.
მიუხედავად კანონმდებლობის გამკაცრებისა, არსებობს სკეპტიციზმი მის აღსრულებასთან დაკავშირებით, რადგან ტაჯიკეტში ნათესავებს, ხშირად, სხვადასხვა გვარი აქვთ. ტაჯიკეტში ნებადართულია მამის სახელის გვარად აღება, რის გამოც, ახლო ნათესავთა არც თუ ისე მცირე ნაწილს სხვადასხვა გვარი აქვს. გარდა ამისა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს მექანიზმი გამოიცნოს წყვილი არის თუ არა ერთმანეთის ნათესავი თუ ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები