7 იანვარს, გვიან ღამით, ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობა ცარიელი იყო.

ადგილზე მუშაობდა 8 მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ძველი თბილისის გამგებლის მოადგილის, მიშა გიორგაძის ინფორმაციით, შენობა არ ფუნქციონირებდა და დაკეტილი იყო. მისივე თქმით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.