თბილისის მერიის განცხადებით, დღეს, 30 ნოემბერს, შუაღამიდან 7 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 7 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე. სამუშაოებს შპს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს.