ჯულია რობერტსი

15 Nov. 2017, 18:05

ადამიანების დაცინვა სპორტის სახეობად იქცა და ვფიქრობ, რომ ეს სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. ადამიანებს აკრიტიკებენ და ჩაგრავენ ყველგან - ლანჩის დროს, ინტერნეტ სივრცეში, ყველგან სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ. მათ დასცინიან იმის გამო თუ რა აცვიათ, თმა როგორ აქვთ, როგორ გამოიყურებიან და ნაოჭებსაც კი უთვლიან სახეზე, მათ შორის მეც. ძალიან უცნაურია, როდესაც მაგალითად ჩემზე ამბობენ - ოჰ, შეხედეთ მას თვალთან ნაოჭები აქვს. ხალხო, გავიზარდე, 50 წლის ვარ, ნაოჭები აუცილებლად მექნება. საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ადამიანებმა სხვების გაკრიტიკება უნდა შეწყვიტონ, ბევრჯერ გამომიჭერია საკუთარი თავი, როდესაც ვინმეს სარკაზმით ვპასუხობ ან ვაკრიტიკებ, მაგრამ ვხვდები რომ ეს მიდგომები აუცილებლად უნდა შევცვალო და საკუთარ თავს ვეუბნები - ჯულია, კარგი რაღაცების თქმა ხომ შეგიძლია? ხოდა იყავი უფრო კეთილი სხვების მიმართ. ეს სულ ერთი დღეც რომ შევძლოთ, იქნებ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
  2. ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
  3. ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
  4. HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
  5. როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა NASA-ს ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპების მეშვეობით მზის სისტემის შორეული ტრანსნეპტუნური…