საარჩევნო უბანთან პატრულის განთავსების პროექტს მხარი დაუჭირეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კენჭისყრის შენობაში, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობისთვის ადგენს პასუხისმგებლობას, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 78 ხმით ერთხმად მიიღო.
კანონპროექტის თანმდევი პროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება პოლიციის გამოძახება. ასევე, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები პატრულირებდნენ. კანონპროექტი 80 ხმით, 3-ის წინააღდეგ, მეორე მოსმენით მიიღეს.
განხილვისას, აღნიშნულ პროექტთან მიმართებით, დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ.
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ჩანაწერიდან არ ჩანს ვისი ნებართვით შეიძლება იმყოფებოდნენ პოლიციელები კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, შესაბამის მუხლში უნდა ჩაიწეროს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხის ან დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, პოლიციამ უნდა დატოვოს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ შესაბამის მუხლში დაემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, აუცილებლობის აღმოფხვრის შემთხვევაში პოლიცია დატოვებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას. კანონპროექტი 80 ხმით, 3-ის წინააღდეგ, მეორე მოსმენით იქნა მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი 1621, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა დაისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გამოიწვევს, დაისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამას გარდა, ცვლილება შედის საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეეძლება პოლიციის გამოძახება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვისას.
ასევე, 59-ე მუხლს დაემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა კენჭისყრის შენობაში, პოლიციის თანამშრომლები შეიძლება პატრულირებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები