ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
პროევროპულ აქციაზე დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლას მხარდაჭერას უცხადებს. მის წერილს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ის წერს, რომ სკოლა მხოლოდ სასწავლო სივრცე არ არის და იქ ბავშვები წლების განმავლობაში პიროვნებებად ყალიბდებიან და თავისუფალ აზროვნებას სწავლობენ. მისი თქმით, სკოლის მიერ შექმნილი ფასეულობები დანგრევას არ ექვემდებარება. ჭიჭინაძე ასევე აკრიტიკებს ამ დღეებში სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამბობს, რომ სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში სკოლა საკუთარ პოზიციებს ყოველთვის იცავდა. ის სოლიდარობას უცხადებს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს და მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს სკოლის დასაცავად.
"21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ და ბრუნდებიან სახლებში.
21-ე საჯარო სკოლა (ჩემთვის "შისტოი") არის და ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად, სწავლობდნენ თავისუფალ აზროვნებას და ამ პროცესით იყვნენ და არიან ბედნიერები.
ეს ყველაფერი იმ გადასარევი მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც წლებია ამ გარემოს ქმნიან.
ეს ფასეულობები, რომლებიც ამ სკოლამ შექმნა, დანგრევას არ ექვემდებარება.
იმ უპასუხისმგებლობის დეტალებზე არაფერს ვიტყვი, რაც ამ დღეებში გავიგე. ერთადერთის თქმა მინდა, რომ არც ერთი მთავრობის პირობებში ამ სკოლას უკან არაფერზე დაუხევია სხვადასხვა დროს მთავრობების ინტერესების მიუხედავად. ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში. მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი სკოლის დაცვისთვის", — წერს ანდრო ჭიჭინაძე.
21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტი 18 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოსწავლეების მშობლებმა გაიგეს, რომ სკოლის შენობა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავარიულად შეფასდა და სწავლა უნდა შეჩერებულიყო. მშობლებს ინფორმაცია 17 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებიდან მხოლოდ ორ დღეში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიაწოდეს. ექსპერტიზის დასკვნა შენობის სრული დემონტაჟის რეკომენდაციას შეიცავდა. ამის გამო 18 სექტემბერს მშობლებმა სკოლის წინ აქცია გამართეს და მოითხოვეს დასკვნის გადამოწმება, ალტერნატიული ექსპერტიზა და მოსწავლეებისთვის ისეთი სივრცის გამოყოფა, სადაც მთელი სკოლა ერთად გააგრძელებდა სწავლას.
22 სექტემბერს უკვე მოსწავლეებმა, მოქმედმა და ყოფილმა მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა უფრო ფართო აქცია გამართეს. მათი ძირითადი მოთხოვნები გახდა დამოუკიდებელი კომპლექსური ექსპერტიზა, დემონტაჟამდე შენობის რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და სწავლისთვის სრულფასოვანი ალტერნატიული სივრცის გამოყოფა.
- 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
- 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
- სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
- "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 10 პირი თავდაპირველ, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებაში გაამართლა, თუმცა ბრალი გადააკვალიფიცირა და ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2026 წლის 17 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი უცვლელად დატოვა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები