ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სტუდენტობის წლები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს, თუმცა, ფაქტია, რომ ამ დაუვიწყარ პერიოდს ყველა სხვადასხვანაირად ატარებს.
მოგვიყევი შენს თავზე და გეტყვით, რომელ სერიალს ჰგავს შენი სტუდენტური ცხოვრება!
დავიწყოთ! უნივერსიტეტში ყველაზე ხშირად სად გიპოვით?
ჯგუფურ პროექტში უმეტესად რომელ როლს ირგებ?
ხვალ გამოცდა გაქვს, როდის იწყებ მეცადინეობას?
რომელი სტუდენტური პრობლემა გაწუხებს ყველაზე მეტად?
მოგვიყევი, ლექციების შემდეგ რას აკეთებ?
რის გარეშე არ გადიხარ სახლიდან?
როგორ გამოიყურება შენი ლეპტოპი გამოცდის წინა დღეს?
უნივერსიტეტში მობილური ინტერნეტი გაგითავდა, რას აკეთებ?
უნივერსიტეტმა ახალი AI ასისტენტი შექმნა. რას გააკეთებ?
დაბოლოს, შენი სტუდენტობის ყველაზე დიდი ხარჯი რა არის?
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რომელ სერიალს ჰგავს შენი სტუდენტური ცხოვრება
შენი ცხოვრება ჰგავს სერიალ "გილმორის გოგოებს"
როგორც ჩანს, წიგნებიდან თავის ამოწევა გიჭირს! რორი გილმორის არ იყოს, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლა, სწავლა და სწავლაა! მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ პარალელურად, სოციალური ცხოვრებისა და გართობისთვისაც დაიტოვო დრო!
შენი ცხოვრება ჰგავს სერიალ "სტუდენტი გოგოების სექსუალურ ცხოვრებას"
თუ სადმე ვინმე გასართობად წასვლას აპირებს, პირველი შენ ახსენდები! ამ სახალისო და საინტერესო სერიალის პერსონაჟების მსგავსად, მრავალფეროვანი ისტორიები და ფათერაკები არც შენ გაკლია!
შენი ცხოვრება ჰგავს სერიალ "ჭორიკანას"
შენთან ადამიანი ვერ მოიწყენს! უნივერსიტეტის ყველა ჭორი ზეპირად იცი! შენ თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება, "ჭორიკანას" პერსონაჟებს შენი უნარების ნამდვილად შეშურდებოდათ.
შენი ცხოვრება ჰგავს სერიალ "ჩვეულებრივ ადამიანებს"
მგონი, ყველაფერს გადასარევად უთავსებ ერთმანეთს! სწავლა, მეგობრები, გართობა და არც სასიყვარულო ცხოვრება გაკლია. მთავარია, ზოგჯერ ზედმეტად დახლართულმა ურთიერთობებმა ზედმეტი დრო და ენერგია არ წაგართვას.
შენი ცხოვრება ჰგავს სერიალ "შავ სარკეს"
შენთვის ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია! აპები, ალგორითმები, ხელოვნური ინტელექტი შენი სტუდენტური ცხოვრების თანმდევია. ზოგჯერ თავადაც გიკვირს, რამდენად ბევრი რამ არის ინტერნეტზე დამოკიდებული. "შავი სარკის" სამყაროში თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობდი.
შენი ცხოვრება ჰგავს სერიალ "მისტერ რობოტს"
შენთვის ლეპტოპი უბრალოდ სასწავლო ნივთი არ არის, შენი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! ტექნოლოგიებში კარგად ერკვევი, ყველაფრის მუშაობის პრინციპი გაინტერესებს და პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის სხვადასხვა გზას ეძებ. "მისტერ რობოტის" სამყაროში შენს ადგილს მარტივად იპოვიდი.
კომენტარები