ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა იმედოვნებს, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს საქართველოში რუსოფობიის აღსაკვეთად და სრულად უზრუნველყოფს ქვეყანაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას. მისი თქმით, "ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიცემული".
"ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით რამდენიმე სერიოზულ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
გავითვალისწინეთ თქვენ მიერ ნახსენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის აღსაკვეთად და სრულად უზრუნველყოფს საქართველოში ჩამოსული რუსეთის ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიცემული.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტად რჩება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში როგორც ტურისტული, ისე საქმიანი მიზნებით ჩადიან. ვფიქრობ, ნებისმიერი სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ სწორედ ამ პოზიციით უნდა ხელმძღვანელობდეს", — თქვა ზახაროვამ.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ზახაროვამ ამ ურთიერთობების გაწყვეტას საქართველოს მხრიდან გადადგმული "დანაშაულებრივი შეცდომა" უწოდა. მან დაამატა, რომ "დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს, ისინი ასეთი შესაძლებლობისთვის მზად არიან".
"შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაც ზემოხსენებული "ხალხის მსახურის", სააკაშვილის, ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია. ამიტომ ჩვენი ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება უბრალოდ შეცდომა არ ყოფილა. ეს იყო შეცდომა, რომელიც, მართლაც, დანაშაულზე უარესია. ეს დანაშაულებრივი შეცდომა იყო.
ამ ვითარებაში თბილისზე საუბარი, როცა საქართველოს ხალხს ვგულისხმობთ, უბრალოდ შეუსაბამოა. მ. ნ. სააკაშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის მზად ვართ, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას", — თქვა ზახაროვამ.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები