ლევან ხაბეიშვილი

20 Aug. 2026, 18:11

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება:

"ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის "შეტლიკინებას" და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…

რეალურად, ასეთი ყანყალი, "ჯაყჯაყი" და პატარა წამოყვირებები უნდა "წავახალისოთ".

მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას "შვილობილის" განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…

ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება — სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…

"ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ.

რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს — იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.

სუსტია და თან როგორი სუსტი….".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც დაბადების დღე…