მერაბიშვილი ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ სცნო
ფოტო: Interpressnews
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებულის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ 2017 წლის 23 თებერვალს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო, სასჯელის ზომად კი თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლისა და ცხრა თვის ვადით განუსაზღვრა. ამავე დროს, თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლითა და სამი თვით ჩამოერთვა.
გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ რეზონანსში ვალერი გელაშვილის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ის იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, სააკაშვილმა მერაბიშვილს სტატიის ავტორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა.
უწყებაში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილმა მიღებული დავალება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუას დახმარებით შეასრულა.
"გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 ათასი დოლარი და 50 ათას ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ივანე მერაბიშვილის მსგავსი განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სოდ-ის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძე. თითოეულს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლით მიუსაჯეს. მათვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო გელაშვილის საქმეზე ორგანიზების ბრალდებით მიხეილ სააკაშვილი საქმეს არსებითად განიხილავს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები