ზაქარია ქუცნაშვილი

29 Oct. 2017, 22:18

მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამ ადამიანმა [თამაზ მეჭიაურმა] გაატარა ლანძღვა გინებით. დილით იღვიძებდა და ფეისბუქზე აქვეყნებდა ლანძღვა გინების პოსტებს. ჩემები პარტიაში და პარლამენტში მთხოვდნენ ზაქრო მოითმინე, ზაქრო გაატარე, ზაქრო აპატიე. მე ვეუბნებოდი, რომ ეს იმოქმედებდა ამომრჩეველზე, როდესაც მთაში გაგიგებენ და შენ პასუხს ვერ უბრუნებ ვერც კაცურად, ვერც სატელევიზიო ინტერვიუს სახით. მეუბნებოდნენ, მოითმინე, არასერიოზული კაცის იმიჯი აქვს, გაუტარე და აჩვენე მაღალი კულტურაო. ვაჩვენე მაღალი კულტურა... მართლაც, 5 000 ხმა მივიღე შარშან და ახლა 3 100 ხმა მიიღო ჩემმა კანდიდატმა. ამ ტყუილებმა როგორც ჩანს, იმუშავა. ბევრმა მითხრა სხვათა შორის, რომ აი ამ შენი გულწრფელი საუბრითო, ხომ არ გამოიტანე სამზარეულოს თემები გარეთო? მე ვუთხარი არა, ის ტყუილი, რასაც ავრცელებდა და ტირაჟირებდა მეჭიაური, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა პარტიაში, ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა პარლამენტში... მე პირიქით ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ ზაქარიამ გაუწია მას [თამაზ მეჭიაურს] რეკომენდაცია პარტიაში, ხოლო პარლამენტში მოხვდა შანტაჟის გზით. 

ქართული ოცნების ლიდერმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, თიანეთის ახლადარჩეულ მერზე, თამაზ მეჭიაურზე გადაცემა იმედის კვირაში ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…