საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აფხაზური ენის დღე თანამოქალაქეებს ქართულ და აფხაზურ ენაზე მიულოცა.

"მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს," - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, აფხაზური კულტურა საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია.