ელენე ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რუსთავის N5 ქალთა დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა.
- ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
- საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
- ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
მისი განმარტებით, პატიმრის გადაყვანა უახლოეს ორ დღეში იგეგმება, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.
"ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედი", რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება. და შესაბამისად, უკვე კლინიკა "ვივამედში" ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს... უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორ დღეში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდით, რომ მსჯავრდებული გადავა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში...", — განაცხადა პატარიძემ.
ელენე ხოშტარიას მკურნალობის კურსსა და სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მისმა ექიმმა, მაკა იოსელიანმა. ექიმის თქმით, კლინიკაში სრული დიაგნოსტიკა ჩატარდება და მკურნალობის შემდგომი ეტაპები მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
"ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა — ლაბორატორიული, ინსტრუმენტული. ჩატარდება, როგორც შევთანხმდით, ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ. და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ჩამოყალიბდება საბოლოოდ, გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, დაიწყება მკურნალობა.
როგორც მითხრეს, მომცეს თანხმობა, თუკი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ჩვენს მიერ — ანუ ექიმების მიერ, რომ დაწყებული იქნეს ბიოლოგიური, დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ სრული კვლევის შემდგომ, ეს თერაპიაც დაიწყება "ვივამედის" კედლებში. ჩატარდება რამდენიმე ინექცია და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყდება პაციენტის გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უცხოელი სპეციალისტების შესახებ თანხმობა მოგვცეს, რომ ამ მხრივაც ჩვენ შეზღუდულები არ ვიქნებით, არავითარ შემთხვევაში", — განაცხადა ელენე ხოშტარიას ექიმმა მაკა იოსელიანმა.
შეგქახსენებთ, დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები