წყლისა და საკვების გარეშე: უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე რეალობა ფრონტის ხაზზე
ფოტო: i.petrovna_ / Threads
მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზზე საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოები სოციალურ ქსელებში გასაჯაროვდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მაღალჩინოსანი მეთაური დაითხოვა.
ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლმა, ანასტასია სილჩუკმა, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტოები, რასაც სკანდალი მოჰყვა. ფოტოებზე კარგად ჩანს ოთხი ფერმკრთალი და გამოფიტული ჯარისკაცი, რომლებსაც ნეკნები ემჩნევათ და მკლავები დაწვრილებული აქვთ.
ნათესავების თქმით, ჯარისკაცებმა 8 თვე გაატარეს იმ ტერიტორიის დაცვაში, რომელიც მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. მათთვის საკვებისა და წყლის მარაგის მიწოდება მხოლოდ დრონებით ხერხდებოდა.
"ფრონტზე მისვლისას ბიჭები დაახლოებით 80-90 კგ-ს იწონიდნენ, ახლა კი დაახლოებით 50 კგ-ს იწონიან", — განაცხადა სილჩუკმა. როგორც ის აღნიშნავს, ერთ-ერთი მარაგის მიწოდების შემდეგ, ჯარისკაცებისთვის 10 დღის განმავლობაში საკვები აღარ მიუტანიათ. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ თავის გადასარჩენად წვიმის წყალი დაელიათ და თოვლი გაედნოთ.
ფოტო: i.petrovna / Threads
"საკვების გარეშე ჯარისკაცებს 17 დღეც კი გაუტარებიათ. რაციაში არ უსმენდნენ, ან არ უნდოდათ, რომ მათთვის მოესმინათ. ჩემი ქმარი იხვეწებოდა და ყვიროდა, რომ საჭმელი და წყალი აღარ ჰქონდათ", — თქვა სილჩუკმა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მეთაური, რომელიც ჯარისკაცების საკვებით მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი, ჩაანაცვლეს. ბრიგადამ აღიარა, რომ ლოჯისტიკური პრობლემები არსებობდა და განმარტა ისიც, რომ ჯარისკაცებისთვის საკვების მიწოდება მხოლოდ დრონებით იყო შესაძლებელი, რადგან ისინი მოწინააღმდეგის ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს იყვნენ.
"ყველაფერი დრონებით კეთდება. რუსები დიდი ყურადღებას აქცევენ ჩვენ მიერ საკვების, ტყვიებისა და საწვავის მიწოდებას. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დრონი ჩამოაგდონ. ხანდახან ჩვენი ლოჯისტიკით უფრო დაინტერესებულები არიან, ვიდრე ჩვენი სამხედრო აღჭურვილობით", — განაცხადა პრესსპიკერმა.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ ორ ქვეყანას შორის ნაცრისფერი ზონა უფრო და უფრო იზრდება. ორივე მხარე იყენებს დრონებს დაზვერვისთვის, ასევე ჯავშანტექნიკისა და ქვეითების მიზანში ამოსაღებად. ფრონტის ხაზამდე მისაღწევად ჯარისკაცებს 10-15 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.
ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა სულ უფრო მეტად იყენებს სახმელეთო უპილოტო რობოტებს ღია ტერიტორიებზე მარაგების მისაწოდებლად და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად. რუსეთმა კი კუპიანსკის მიმართულებით მდინარე ოსკოლზე ხიდები გაანადგურა, რათა მარცხენა სანაპიროზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები იზოლაციაში მოექცია.
სილჩუკის თქმით, რაც პრობლემა გასაჯაროვდა, მდგომარეობა გამოსწორდა. "ახალი მეთაური ჰყავთ, რომელმაც დაგვირეკა და გვითხრა, რომ პრობლემა გადაიჭრა. ეს მართლაც ასეა. ჩემმა ქმარმა მომწერა, რომ ბოლო დღეებში უფრო მეტი ჭამა, ვიდრე ბოლო 8 თვეში ერთად", — დასძინა მან.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ საკითხის გამოძიება დაიწყო და ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, ჯარისკაცების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდება.
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
კომენტარები