ელენე ხოშტარია: ვიზიარებ ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად
"შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად" — პარტიის კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ მას სრულად იზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა ნაბიჯებზე, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გადაიდგას, მათ შორის — რეაგირება დარღვევებზე.
სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად. ასევე ვიზიარებ მის სულისკვეთებასაც, რომ დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ," — წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, ზურაბიშვილის ინიციატივა, რომელიც "ქართული ქარტიის" განახლებას უკავშირდება, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.
მათ შორისაა სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნა, სადაც კორუფციისა და მანკიერი ტენდერების გზით მითვისებული თანხები გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებისთვის.
"ქართულ ქარტიას განახლება შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ჯერ არავის წარმოუდგენია კონკრეტული წინადადება, არც არავის უკან წაუღია ხელმოწერა. რჩება ამ ეტაპზე მაინც როგორც მაკონსოლიდირებელი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამათ ჩამოსვლის/ წინააღმდეგობის ფრონტის გამარჯვებისას პირველადი საერთო სამოქმედო გეგმა.
მე მინდა ყველა ხელმომწერს შევთავაზო ორი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ დამატება:
— პირველ ორ პრიორიტეტთან ერთად ( სინდისის და პოლიტპატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება, ყველა ანტიევროპულ და ანტიქართულ კანონის გაუქმება) მესამეც ჩაეწეროს დაუყონებლივ დუშენის დაავადებულ ბავშვების მედიკამენტები ბიუჯეტიდან დაფინანსდეს!
— და მეორე შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი სადაც ჩაირიცხება კორუპციით, მანკიერ ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და პრუორიტეტად ამ თანხებს განესაზღვრება საქართველოში ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრისა და ასევე ყველა შესაძლო ბავშთა დაავადებების სამკურნალო ხარჯების დაფინანსება.
ანუ ჩვენ მომავალ თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითის და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები!
იმედი მაქვს ეს საკითხი ყველასათვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს კიდევაც!" — განაცხადა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები