საია: პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მსოფლიო პრესის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა.
მათი თქმით, საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას და მედია ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში ფუნქციონირებს.
შეფასებაში საიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პატიმარ ჟურნალისტ ქალზე, "აზრის თავისუფლებისთვის" სახაროვის პრემიის ლაურეატზე, მზია ამაღლობელზე. საია მზია ამაღლობელის ინტერესებს ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. გაგზავნილია მისი 3 საჩივარი — აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრის თაობაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის თაობაზე, არასათანადო მოპყრობის თაობაზე, მზადებაშია მე-4, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი.
"3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნით საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გამძლე და ჯანსაღი დემოკრატიებისთვის. პრესის თავისუფლების საფუძველი 77 წლის წინ მიღებულ "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში" ჩაიყარა, სადაც წერია: "ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა".
საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
ჟურნალისტი ქალი, "აზრის თავისუფლებისთვის" სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი, პოლიტიკური პატიმარია. საია მზია ამაღლობელის ინტერესებს ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. გაგზავნილია მისი 3 საჩივარი (აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრის თაობაზე (i); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის თაობაზე (ii) და არასათანადო მოპყრობის თაობაზე (iii)), ხოლო, მზადებაშია მე-4, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი.
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის — დღემდე არავინ დასჯილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობისთვის. ხშირია მათ მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის განცდას.
Freedom House-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკებს იყენებენ. ამ მხრივ, ცალკე აღსანიშნავია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, შემთხვევა, როდესაც 2026 წელს, სახელმწიფომ, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიებისა, ის სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით აზერბაიჯანში გააძევა.
ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ კრიზისში განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობს.6 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ინტენსიურად და სწრაფად იცვლება კანონმდებლობა. ამ პროცესში უგულებელყოფილია საერთაშორისო სტანდარტები, რეპუტაციული საერთაშორისო შეფასებები (მაგალითად, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დასკვნები) და ქვეყნის შიგნით არსებული უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოსაზრებები. ქართული ოცნება ამ ცვლილებებით ქმნის სხვადასხვა სფეროში რეპრესიის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართულ ფორმალურ-სამართლებრივ იარაღებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი აშკარა სამიზნე თავიდანვე იყო გამოხატვის თავისუფლება და მედიის საქმიანობა.
1) 2024 წელს მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" (რუსული კანონი) "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს ისეთ მედიასაშუალებებს, მათ შორის, მაუწყებლებს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
2) ე.წ. FARA-ს ფართო და ბუნდოვანი დებულებები ახალისებს თვითცენზურას და შესაძლებლობას იძლევა, ამ კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზებელი სტატუსი, ექსტენსიური ანგარიშგების სისტემა და სხვა ვალდებულებები, ასევე, სისხლისსამართლებრივი სანქციები თვითნებურად იყოს გამოყენებული, მათ შორის, გამოხატვის და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ.
3) სამოქალაქო საზოგადოების და მედიის უცხოური დაფინანსება საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნეა. დაფინანსების შეზღუდვა რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა გამოწვეული, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონით, რომელიც პირდაპირ კრძალავს მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას.
4) მაუწყებლობის შესახებ კანონში "სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის" ახლებური განუჭვრეტელი რეგულირება ქმნის კრიტიკული მაუწყებლების თვითნებური დასჯისა და გაუმართლებელი შინაარსობრივი კონტროლის საფრთხეს.
5) სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის მომწესრიგებელი ახალი ნორმები პრაქტიკაში სრულად კრძალავს ამ საქმიანობას, უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებას, იმავდროულად, მიზნად ისახავს მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გაშუქების ხელშეშლას.
6) ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები "სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში" ასუსტებს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა მიზანიც საჯარო დისკურსის დაცვა იყო და მედიას (ასევე, სხვა აქტორებს) უფრო მოწყვლადს ხდის SLAPP-ების მიმართ.
ამ მძიმე მდგომარეობაში საია სოლიდარობას უცხადებს ჯერ კიდევ ფუნქციურ თავისუფალ მედიას და გააგრძელებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.", — ნათქვამია შეფასებაში.
შეგახსენებთ, 3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა.
ამასთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და "მითების დეტექტორმა" გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც 2025 წელსა და 2026 წლის იანვარ-აპრილში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული და დისკრედიტაციის კამპანიების ტენდენციებს აჯამებს.
მეტი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით:
- მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები
- გერმანიის საელჩო: გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ
- საფრანგეთის საელჩო მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად
- სალომე ზურაბიშვილი: მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოს დემოკრატია ალყაშია
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები