სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს
ფოტო: სილქ დეველოპმენტი
სილქ დეველოპმენტი შოთა რუსთაველის გამზირის №37-ში მდებარე მელიქ-აზარიანცის სახლის ეტაპობრივ რეაბილიტაციას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად განაგრძობს. სამუშაო მიმდინარეობს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეების, არქეოლოგების, არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის თითოეული ეტაპი კვლევებზე დაყრდნობით, შენობის პირვანდელი იერსახის სრული გათვალისწინებით მიმდინარეობს — შენარჩუნდება ისტორიული თაღები და სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტები. ამავე ეტაპზე, ე.წ. მარაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს გვიანდელი, ძირითადად საბჭოთა პერიოდის დროს შესრულებული მიშენებების დემონტაჟი, რაც შენობას ეტაპობრივად უბრუნებს მის ავთენტურ, ისტორიულ სახეს.
ფოტო: სილქ დეველოპმენტი
მელიქ-აზარიანცის სახლი 1912–1915 წლებში რთულ გეოლოგიურ რელიეფზე აშენდა და თავის დროზე არა მხოლოდ არქიტექტურული, არამედ საინჟინრო თვალსაზრისითაც, ინოვაციურ გადაწყვეტებს აერთიანებდა. მისი არქიტექტურული კომპოზიცია აგებულია ასიმეტრიულობის პრინციპზე, სადაც სხვადასხვა ფორმისა და მასალის შერწყმით იქმნება ჰარმონიული და დინამიკური ვიზუალური სახე. ფასადი შემკულია უნიკალური ბარელიეფებითა და დეკორატიული დეტალებით, რაც ნაგებობას განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს. თუმცა, საბჭოთა პერიოდის გადაკეთებებმა და უხეშმა ჩარევებმა მნიშვნელოვნად დააზიანა შენობის ზოგიერთი ნაწილის ფიზიკური მდგომარეობა, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი რეაბილიტაცია.
სილქ როუდ ჯგუფმა სამუშაო დაიწყო მიწისქვეშა სართულების დასუფთავებით (საერთო ჯამში, გავიტანეთ 1200 კუბური მეტრი ნარჩენი) და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვანძების გამაგრებით. საკუთრებაში არსებული ფართების ეტაპობრივი აღდგენა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
სილქ როუდ ჯგუფმა შენობის კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვა 2007 წლიდან დაიწყო და ამჟამად მთლიანი ფართობის დაახლოებით 80%-ს ფლობს. შენობის ნაწილში კვლავ რჩებიან როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტების კერძო მესაკუთრეები, ხოლო მისი გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია. სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფში შემავალი უძრავი ქონების განვითრების წამყვანი კომპანიაა. 2005 წლიდან დღემდე კომპანიამ მრავალი მსხვილი პროექტი განახორციელა და ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკაში. კომპანიის საქმიანობა ეყრდნობა მდგრადობისა და მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პრინციპებს, რაც განაპირობებს სანდოობას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებისათვის.
ფოტო: სილქ დეველოპმენტი
სილქ დეველოპმენტს ისტორიული ძეგლების დაცვისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია წინანდლის მამულის რეაბილიტაცია, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მემკვიდრეობას უკავშირდება და რომლის აღდგენა-განვითარებას კომპანია 2007 წლიდან ახორციელებს. ასევე აღსანიშნავია ყოფილი ცენტრალური კავშირგაბმულობის ისტორიულ შენობაში განხორციელებული პროექტი — სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც კომპანიამ სრულად აღადგინა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ პროექტების წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და, იმავდროულად, მათი გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციურ სივრცეებად. თითოეულ პროექტზე მუშაობისას სილქ დეველოპმენტი ეყრდნობა საფუძვლიან პროფესიონალურ კვლევებსა და პროექტის განვითარების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს კვალიფიციურ სპეციალისტებთან, რაც რეაბილიტაციის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები