მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ფოტო: k12dive
მოძრაობა "ხმა" უფასო საკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებენ, რასაც 25 000 ფიზიკური ხელმოწერა სჭირდება.
"მოძრაობა ხმა ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას უფასო საკოლო კვების დასანერგად და ამაში შენი მოკავშირეობა გვჭირდება!
საჭიროა 25 000 ფიზიკური ხელმოწერა საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომლის მიზანია უფასო სასკოლო კვება ყველა საჯარო სკოლაში.
ხელმოწერების შეგროვება დაგეგმილი გვქონდა წელიწადზე მეტი ხნის წინ, როგორც უფასო სასკოლო კვების კამპანიის ლოგიკური გაგრძელება. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების გამო გადავიფიქრეთ, რასაც ვნანობთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ უნდა განვაახლოთ ის, რასაც თქვენთან ერთად წლები მივუძღვენით, რადგან საქართველოს სკოლებში ათიდან ექვსი ბავშვი მშიერია და წლიდან წლამდე სოციალური შემწეობის მიმღებ ბავშვთა რიგები ახალი ათასეულებით ივსება.
იმ წლებშიც, როდესაც ეკონომიკა ორნიშნა ზრდას აჩვენებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც იმატებს ბავშვებში საკვების დანაკლისით გამოწვეული შერყეული ჯანმრთელობა, დამცირების განცდა, უთანასწორობა სკოლაში და სკოლის გარეთ.
ჩვენ არ გვინდა შეგაშინოთ, ჩვენ გვსურს, თქვენთან ერთად იმედიანი თვალი გავუსწოროთ რეალობას და მომავალს და თქვენთან ერთად ვიმოქმედოთ ნახევარი მილიონი ბავშვის გამოსაკვებად.
ჩვენ გვაქვს ერთად ბრძოლის გამოცდილება, მაგრამ ჩვენში ჯერ კიდევ სუსტია ერთად შენების და მომავლის ერთად წარმოდგენის გამოცდილება.
ყველა, ვინც ამ საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხის წამოწევაში მოკავშირეები ვიქნებით და მიზნისკენ ერთად ვივლით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვხდებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროგრესული საზოგადოებრივი პროცესის მონაწილე. ალბათ ისეთის, როგორიც უფასო სამედიცინო სისტემის დანერგვა იყო ომისშემდგომ დიდ ბრიტანეთში.
მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ პასიურ გულშემატკივრებად დარჩებით, არაფერი გამოვა.
შეავსეთ მოკავშირეობის ფორმა, რომ თქვენს ქალაქში თუ სოფელში მოკავშირედ გიგულოთ. გაუზიარეთ და შეავსებინეთ სხვებსაც.
და როდესაც ხელმოწერის ბლანკს ჩამოგიტანთ ან გაგიზიარებთ, წაიღეთ ის თქვენს სამსახურში, უნივერსიტეტში, უბანში, სამეზობლოში, სკოლაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და შეაგროვეთ ხელმოწერები.
გააზიარეთ და იმოქმედეთ რწმენით, რომ ერთ ხელმოწერას 20 ბავშვის გამოკვება შეუძლია.
უფასო საკვები სკოლებს!"— წერს მოძრაობა "ხმა" სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში და საზოგადოებას მოუწოდებს, შეავსოს მოკავშირეობის ფორმა.
შეგახსენებთ, მოძრაობა "ხმის" ორგანიზებით 2023 წელს, თბილისში "მარში შიმშილის წინააღმდეგ" გაიმართა. მარშის მთავარი მიზანი შიმშილთან ბრძოლა იყო, რაც, მათი თქმით, სკოლებში უფასო კვების დანერგვით უნდა დაწყებულიყო.
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
კომენტარები