რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დროებითი საგამონაკლისო რეჟიმის ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები კვლავ სრულად ამოქმედდა", — ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
შეგახსენებთ, 11 აპრილს აშშ-ის სანქციების ფარგლებში მოქმედი 30-დღიანმა საშეღავათო ვადა ამოიწურა. აღნიშნული საგამონაკლისო რეჟიმი გასულ თვეში ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ნავთობის მიწოდების დეფიციტის გამო ამოქმედდა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს Politico-ს კითხვებისთვის პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა მიუთითა ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებაზე. ბესენტმა რუსეთისთვის სანქციების დროებით შემსუბუქებას "ვიწროდ მიზნობრივი და მოკლევადიანი ღონისძიება" უწოდა.
აშშ-ის სენატში არსებული წყაროები აღნიშნავენ, რომ საგამონაკლისო რეჟიმის დასრულება "ზეიმის საფუძველი ნაკლებადაა", რადგან რუსეთი ნავთობის რეალიზაციისათვის კვლავ წარმატებით იყენებს ალტერნატიულ მარშრუტებს.
"სანამ ლიცენზია გაიცემოდა, სანქცირებული რუსული ნავთობი ბაზარზე გზას მაინც პოულობდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას ერთ წელზე მეტია, არ დაუწესებია საპასუხო სანქციები — იქნება ეს ნავთობის გაყიდვები თუ კრემლის სამხედრო მანქანისთვის საჭირო კრიტიკული შესყიდვები" — განაცხადა სენატის ერთ-ერთმა დემოკრატმა თანაშემწემ ანონიმურობის დაცვით.
ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება ნავთობზე გლობალური ფასების ზრდით გაამართლა. მასზე ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თავდასხმებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რამაც რეგიონიდან ნავთობის ექსპორტი ფაქტობრივად პარალიზებული გახადა. ანალოგიური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვენესუელურ და ირანულ ნავთობთან მიმართებითაც.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქების შედეგად მოსკოვის მიერ მიღებული მოგება იქნებოდა "უმნიშვნელო" და დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე საბოლოოდ მაინც გაიხსნება. პარასკევს მან კვლავ დაადასტურა, რომ ეს "საკმაოდ მალე" მოხდება.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები