მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით
ფოტო: AP
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით". მისივე თქმით, ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად, ხოლო ჩვენთან საქმე კლასიკურ კრიმინალთან გვაქვს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო არჩევნები — რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში.
"ძალიან მაგარი ამბავი მოხდა. გუშინ, როცა ჩვენთან და უკრაინაში აღდგომას აღვნიშნავდით, როგორც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით.
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა. ზიზღის პლაკატები, "კაცი-კაცია და ქალი-ქალია", აღვირახსნილი კორუფცია, ანტი ევროპული რიტორიკა, შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. გუშინ, ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში.
"ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!"
ეს ხმა უკვე ისმის და მის გასაგონად მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ბევრი მსგავსებისა არსებობს მთავარი განსხვავება — უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტ პატიმრები.
ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. ჩვენთან საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ ბოლო მაინც ერთი ექნებათ. ვუსამძიმრებ მათ საერთო პატრონს პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.
რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე", — დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).
მეტი უნგრეთის არჩევნებზე:
- პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს
- სიმონ ჯანაშია: ორბანის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის, "ქართული ოცნებაც"
- "ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი"
- მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
- რობერტ ფიცო: მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს
- პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
- პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
- ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები