როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
სამშაბათს, 7 აპრილს, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება შეცვალა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის განბლოკვასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.
მათი განმარტეით, ტრამპმა ომის დეესკალაციისკენ კურსი თეირანისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ორ საათზე ნაკლებ დროში აიღო. მანამდე ის ირანს კაპიტულაციას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმით იმუქრებოდა და "ცივილიზაციის განადგურებაზე" საუბრობდა.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა და პარასკევიდან პაკისტანში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. არც ირანს და არც აშშ-ს არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად როდის დაიწყებოდა ზავი; 8 აპრილს, დილით ისრაელში, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში თავდასხმები მაინც დაფიქსირდა.
AP წერს, რომ ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა, თუმცა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება არ ეხება ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ბრძოლას. მისი ოფისის განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას დარტყმების შეჩერების შესახებ იმ პირობით, თუ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე.
პაკისტანის პრემიერმინისტრის თქმით, რომელიც მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებს, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ისრაელსა და "ჰეზბოლას" ლიბანში ბრძოლის შეჩერებისკენაც მოუწოდებს.
ცეცხლის შეწყვეტის პროცესი გაურკვევლობით იყო მოცული მას შემდეგ, რაც ირანმა 10-პუნქტიანი გეგმის განსხვავებული ვერსიები გამოაქვეყნა. ირანულენოვან ვერსიაში ნახსენები იყო ფრაზა "გამდიდრების აღიარება" (ბირთვული პროგრამისთვის), თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ფრაზა არ ფიგურირებდა ინგლისურენოვან ვერსიაში, რომელიც ირანელმა დიპლომატებმა ჟურნალისტებს გაუზიარეს.
თავდაპირველად ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა "მისაღები" 10-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვალში დაწყებულ ომს დაასრულებდა. თუმცა მოგვიანებით მან ამას დეტალების დაზუსტების გარეშე "თაღლითური" უწოდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის სრული დასრულება ამ ომის მთავარი მიზანი იყო.
ოთხშაბათს დილით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ირანის დედაქალაქის ქუჩებში პროსამთავრობო დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი მომრიგებლებს!" და ამერიკისა და ისრაელის დროშებს წვავდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრუტეში გავლა ირანის სამხედრო ზედამხედველობის ქვეშ იქნება ნებადართული. AP წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირანი სრულად მოხსნის ბლოკადას ამ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე.
სრუტეზე კონტროლის გარდა, ომის დასასრულებლად ირანის მოთხოვნები რეგიონიდან აშშ-ის საბრძოლო ძალების გაყვანას, სანქციების მოხსნას და მისი გაყინული აქტივების გათავისუფლებას მოიცავს. ომის დაწყების დღიდან ტრამპმა არაერთხელ გადაწია დაწესებული ვადები მათი ამოწურვის წინ.
7 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს პაკისტანის პრემიერმინისტრ შაჰბაზ შარიფთან და გენერალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე მოხდა. შარიფმა მანამდე ტრამპს ვადის ორი კვირით გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა დიპლომატიას შანსი მისცემოდა.
"თითქმის ყველა სადავო საკითხზე აშშ და ირანი შეთანხმდნენ, თუმცა ორკვირიანი პერიოდი საჭიროა შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად," — განაცხადა ტრამპმა.
AP-ის ცნობით, ისრაელში ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს. ინფორმირებული წყაროს თქმით, ისრაელს მეტის მიღწევა სურდა. ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი კვლავ მიწისქვეშა ობიექტებშია განთავსებული, რაც ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
შეგახსენებთ, ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის ვადები რამდენჯერმე გაახანგრძლივა. 21 მარტს ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით პირველად დაემუქრა, თუ სრუტე 48 საათში "სრულად არ გაიხსნებოდა". ორი დღის შემდეგ მან თქვა, რომ დარტყმებს კიდევ ხუთი დღით — 28 მარტამდე გადადებდა, სანამ ირანთან "კარგი" და "პროდუქტიული" მოლაპარაკებები გრძელდებოდა. ირანმა ოფიციალურ პირებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის რაიმე სახის კონტაქტი უარყო. აღნიშნული თარიღის მოახლოებისას ტრამპმა ბოლო ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გადასწია.
6 აპრილს ირანმა აშშ-ის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით The New York Times-მაგაავრცელა. გეგმა პაკისტანის მეშვეობით გადაიცა, რომელიც კონფლიქტში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.
ორშაბათს, 6 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ თუ მისი პირობები7 აპრილს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე არ შესრულდება, ის ირანის მასშტაბით დამანგრეველი საჰაერო დარტყმების შესახებ ბრძანებას გასცემდა.
ცნობისთვის, 8 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. "ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
- დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
- დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
- ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
- The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
- ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
- დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
- "არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს" — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები