ვოლოდიმერ ზელენსკი: რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელები და ვერ მოიგო ომი
ფოტო: Ukrinform
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ თუ შეჭრის დასაწყისს და დღევანდელ დღეს გადავხედავთ, "სრული უფლება გვაქვს ვთქვათ: ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, არ დაგვიკარგავს სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს." მისივე თქმით, რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელები და ვერ მოიგო ომი.
"დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის ასაღებად სამდღიანი იერიში დაიწყო. ეს ბევრ რამეს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე და იმაზე, თუ როგორ იბრძოდა უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამ სიტყვების უკან დგას მილიონობით ჩვენი ადამიანი, უსაზღვრო სიმამაცე, წარმოუდგენლად მძიმე შრომა, გამძლეობა და ის გრძელი გზა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლის შემდეგ გადის.
თუ გადავხედავთ შეჭრის დასაწყისს და დღევანდელ დღეს, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ: ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, არ დაგვიკარგავს სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. მან ვერ გატეხა უკრაინელები; მან ვერ მოიგო ეს ომი. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!"— განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის" "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა და რამდენიმე წუთში, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო.
მანამდე, 2014 წელს რუსეთი ყირიმში შეიჭრა და მიიერთა ის, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს დონბასის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები.
- მერცი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
- ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს
- SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!
- ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა
- სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები