784 დღე ლიბიის ციხეში: მეზღვაურ კაკაბაძის აფრიკული დრამა
ფოტო: ამერიკის ხმა
უკვე 784 დღეა ლიბიის ციხიდან ბათუმის მკვიდრის, 55 წლის სოსლან კაკაბაძის დახსნა ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქე, არადამიანურ პირობებში ორი წელი და ორი თვეა სასამართლოს მოლოდინშია.
სოსლან კაკაბაძე მეზღვაურია. ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით, 2015 წლის აგვისტოში, ის კოკის (მზარეულის) პოზიციაზე, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე დასაქმდა.
მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. ქართველი კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა. 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა სანაპირო დაცვამ დააკავა.
ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ტრიპოლის Tajoura-ს ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით, ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.
კაკაბაძე თავიდან, 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. საქართველოს მოქალაქეს დღემდე აქვს საკვების, სამედიცინო დახმარებისა და თბილი ტანსაცმლის პრობლემა. ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შეირყა, რასაც გაურკვევლობით და უიმედობით გამოწვეული უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესიც ერთვის.
ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ კაკაბაძეს ადვოკატი დაუქირავა, მაგრამ ლიბიაში სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ გამართულა და იურისტიც უძლურია კლიენტის უდანაშაულობა დაამტკიცოს. დონარა გოგიტიძე, დაკავებულის მეუღლე ამბობს:
სოსლანის დაკავებიდან მესამე წელი დაიწყო, დრო გადის და შედეგი არანაირი, ვერ ვეხმარებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, იქ საელჩო არ გვაქვს და მეტით ვერაფრით დაგეხმარებითო
"სოსლანის დაკავებიდან მესამე წელი დაიწყო, დრო გადის და შედეგი არანაირი, ვერ ვეხმარებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, იქ საელჩო არ გვაქვს და მეტით ვერაფრით დაგეხმარებითო."
ტანკერ Sovereign M-ის საქმე, ლიბიის კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქ ზუვარას სასამართლომ უნდა განიხილოს (იმ ტერიტორიაზე სადაც, ბრალდების მტკიცებით, "დანაშაული მოხდა"). იქამდე ტრიპოლიდან 102 კილომეტრია, მაგრამ უსასტიკესი სამოქალაქო ომის გამო, ჩრდილო აფრიკის ამ სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლება იმდენად მოშლილია, პატიმრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს.
ოქტომბრის დასაწყისში, კაკაბაძესთან ერთად, ლიბიაში დატყვევებული ხორვატიის მოქალაქე - ივან ფურჩიჩის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ადგილი შეუცვალეს და ისინი ახლა სურმანის (Sorman) ციხეში იმყოფებიან, რომელიც ელ-ზავიასა და საბრათას შორის მდებარეობს.
მანამდე, ხორვატიის მუსლიმი სასულიერო პირების თხოვნით, მათმა ნდობით აღჭურვილ პირმა, 44 წლის მეზღვაური ფურჩიჩი ტრიპოლის ციხეში მოინახულა და მას წყალი და საჭმელი გადასცა. "იგი საოცრად შეცვლილია, დაპატიმრებამდე 90 კილოს იწონიდა, ახლა კი გამხდარ მოხუცს ჰგავს. ვიცი, რომ ციხეში ხშირად სცემენ", - ამბობს მისი ძმა ტომისლავ ფურჩიჩი.
რაც დრო გადის, სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება. მოლაპარაკებებს დიდი ხანია გამოეთიშა მალტელი გემთმფლობელების: ჯოზეფ, სილვიო და მაიკლ მიცების ოჯახი. სოსლან კაკაბაძის ძმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამირან კაკაბაძე კიდევ ერთხელ შველას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს:
ორი კვირის წინ ვიღაც ვიღაცეებს ვთხოვეთ, ციხიდან ტელეფონით დაარეკინეს, გვინდოდა მისი ხმა გაგვეგო და დავრწმუნებულიყავით რომ ცოცხალია. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მხარში ამოგვიდგეს და დაგვეხმაროს!
"ორი კვირის წინ ვიღაც ვიღაცეებს ვთხოვეთ, ციხიდან ტელეფონით დაარეკინეს, მისი ხმა გვინდოდა გაგვეგო და დავრწმუნებულიყავით რომ ცოცხალია. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მხარში ამოგვიდგეს და დაგვეხმაროს!"
სოსლან კაკაბაძის გარდა, ლიბიაში სასამართლოს კიდევ სამი ქართველი მეზღვაური ელის. 48-ე დღეა ტრიპოლის ციხეში ზიან ბერძნული სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 55 წლის გენადი კომახიძე და მეზღვაურები რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა. ბრალდება აქაც იდენტურია ლიბიიდან დიდი ოდენობით დიზელის კონტრაბანდა. სასამართლო სხდომა ტრიპოლიში 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
ლიბიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ანგარიშის მიხედვით, 2012-2017 წლებში მათ ნავთობის კონტრაბანდის ბრალდებით, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში, 80-ზე მეტი უცხოური გემი და 800-ზე მეტი მეზღვაური დააკავეს. დაპატიმრებულთა ნაწილი სასამართლო სხდომებს, ლიბიის სხვადასხვა ქალაქების ციხეებში გამოკეტილი დღემდე ელის.
ქართველი მეზღვაურების ტყვეობის (დაკავების) ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული შემთხვევები
- სოსლან კაკაბაძე (ტანკერი Sovereign M, ლიბია) – 784 დღე, 24/08/2015 - დღემდე;
- სულხან ჯორბენაძე (ტანკერი African Pride, ნიგერია) – 767 დღე, 08/10/2003 – 14/12/2005;
- მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ ბედინაძე, თემურ მახარაძე, ანზორ ფართენაძე, დავით დევაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, გენადი ტიმოფეევი (ტანკერი OLIB G, სომალი) – 489 დღე, 08/09/2010 – 09/01/2012, მეკობრეებმა გაანთავისუფლეს გამოსასყიდის 3 მილიონი აშშ დოლარის გადახდის შემდეგ;
- ივერი ყურაშვილი, გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია, ირაკლი დანელია (ტვირთმზიდი Vasilios N, ლიბია) – 324 დღე, 21/04/2010 – 10/03/2011, დაკავებულებმა გაქცევა მოახერხეს;
- არტურ არუთუნიანი, ზურაბ გიორგაძე, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი, გულადი რუხაძე (ტანკერი Jenlil, სომალი) – 225 დღე, 30/07/2002 – 07/02/2003, მეკობრეების ტყვეობას თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები