"ფარმაცევტულ სექტორში არ არსებობს აუცილებლობა, რომ სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს" — რა მოლოდინები აქვს სექტორს?
ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად. ე.წ. ფასების კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებმა კომისიაში შესვლამდე განცხადებები გააკეთეს და მოლოდინებზე ისაუბრეს.
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან გოგიბერიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს შემოთავაზებებს ელოდებიან. მისივე თქმით, ფარმაცევტულ სექტორში არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს.
"ჩვენთან ფასებს სახელმწიფო არეგულირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთან ფასების გაზრდა ასე არ ხდება. ჩვენ ველოდებით, პირველ რიგში, თვითონ რას შემოგვთავაზებს სახელმწიფო და რაში ხედავს პრობლემას და ამის შემდეგ გვექნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია, პასუხი და ა.შ. სამკურნალო საშუალებების დაახლოებით 2/3, პრინციპში, არის რეფერენტული ფასების ქვეშ. რაც არის დარჩენილი, ისიც მოექცევა. მინდა, ვთქვა, რომ ეს არ ეხება საკვებ დანამატებს, ეს არ ეხება ვიტამინებს, კოსმეტიკურ საშუალებებს და ა.შ. აქ თუ არის ფასებზე პრობლემა, ამაზე, რა თქმა უნდა, სამუშაოა და შეიძლება, რაღაცა კონსენსუსი ამ მიმართულებით გამოინახოს. ვიღაც სადღაც რომ შევიდეს და რაღაც რომ შეამოწმოს, ამის საფუძველი უნდა არსებობდეს, ხომ, ალბათ? ისე არ ვიცი და მე არ მგონია, რომ ჩვენს სექტორში იყოს მაგის აუცილებლობა, რომ მაგ მიმართულებით დაინტერესდეს გნებავთ სუსი, გნებავთ ფინანსური პოლიცია", — განაცხადა ლევან გოგიბერიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.
კომისიის სხდომაზე შესვლამდე განცხადება გააკეთა "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმაც. მისი თქმით, უმეტეს მედიკამენტზე, რომლებიც ქრონიკული პაციენტებისთვისაა დანიშნული, ფასი რეგულირებადია. მისივე განმარტებით, წინასწარ ვერ იტყვიან თუ, რომელ მედიკამენტზე რა ფასი დაწესდება, რადგან არსებობს სპეციალური ფორმულა, რომლითაც ფასი დგინდება.
"ფასები არის რეგულირებადი უმეტეს მედიკამენტზე, რომელიც ქრონიკული პაციენტებისთვის არის დანიშნული. უბრალოდ, არის რაღაც მედიკამენტები დარჩენილი, რომელიც გეგმურად ისედაც უნდა შესულიყო რეფერენტულ რეგულირებაში. სავარაუდოდ, ამაზე იქნება საუბარი. როდესაც ფასი არის რეგულირებადი, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს 1 თეთრითაც ამ რეგულირებად ფასზე უფრო ძვირად გაიყიდოს მედიკამენტი.
ჩვენ ვერ ვიტყვით წინასწარ, რა ფასი შეიძლება დაწესდეს ამა თუ იმ მედიკამენტზე იმიტომ, რომ არის სპეციალური ფორმულა, რომლითაც ფასი დგინდება", — განაცხადა ილონა კოკიაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმაც. მისი თქმით, მედიკამენტებზე "სამართლიანი ფასი უნდა დადგინდეს.
"ალბათ, პირველ ეტაპზე, უპრიანია ვისაუბროთ რეფერენტულ მედიკამენტებზე. მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, მაგრამ ამაში მნიშვნელოვანია მედიკამენტის ფასი ანუ საერთო სოციალური წნეხი, რაც აქვს მედიკამენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ, მათ შორის სახელმწიფო პროგრამაში განვითარებაში, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიწოდებას პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე დავადგინოთ უკვე ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომაც უნდა გადაიხადოს და ყველა ჩვენგანმა ჩვენი ჯიბიდან", — განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას უნდა წარუდგინონ ყველა წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას.
"შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერმინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით. ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას.
შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიკამენტების ფასი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.
წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ, ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, [ორჯერ მოხდა მისი გადავადება მაგრამ..] აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, სწორედ ამაზე მოვისმინეთ მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.
ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 უკვე რეფერენტული ფასია. იმ 3 ათასსაც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციიდან გამომდინარე უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში უმწვავესია. შეთანხმებულ ფასებზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა" — განაცხადა პაატა კურტანიძემ (კომენტარს IPN ავრცელებს).
ცნობისთვის, დღეს ფასების კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება. ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს უკვე შეხვდა.
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
კომენტარები