ზურა ცეცხლაძე

19 Jan. 2026, 11:46

"ჩემს ძვირფას აუდიტორიას, თანამებრძოლებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდო ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია, სინდისი პატიმარზე და ნამდვილ პოლიტიკურ ტყვეზე, ანასტასია ზინოვკინაზე.

ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამოდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რამოდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო. ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.

ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.

და ბოლოს, ანასტასია ზინოვკინას რომ რამე დაემართოს ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.

მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქცის სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!!!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის…