ზურა ცეცხლაძე

27 Nov. 2025, 18:03

ზურაბ ცეცხლაძე: "28 ნოემბერი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ბნელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში იმდენად, რამდენადაც ამ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების თვითმარქვია პრემიერმინისტრმა გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან 2028 წლამდე. ამას მოჰყვა საერთო სახალხო მღელვარება, გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, სახალხო აჯანყება ფაქტობრივად შედგა, მაგრამ ამ სიტუაციას დაუპირისპირდა ხელისუფლება თავისი დარბევებით, დაპატიმრებებით, რეპრესიებით, ადამიანების სისტემური წამებით. მთელი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ჩვენი შვილების, სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის.

მოგიწოდებთ ყველას, 2025 წლის 28 ნოემბერს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. მასობრივი ხასიათი რომ ჰქონდეს ამ შეკრებას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, რომ შემდგომ პროტესტით და მარშით გავემართოთ რუსთაველის გამზირისაკენ. ძალიან გთხოვთ, მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, ჩვენ ვართ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და გვინდა დაგვიდგეთ გვერდში იმისათვის, რომ შევძლოთ საქართველოში არსებული უამრავი პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ტყვის გათავისუფლება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას, ვიდრე არ იქნება შეუქცევადი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვიდრე არ იქნება გარანტირებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა".

— განაცხადა სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ. ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის დეკემბერში პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ