მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტისგან ჩინური კომპანიის ჩამოშორებას გეგმავს
პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან, — ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძის მიმართვაშია საუბარი.
ხაზარაძე ამბობს, რომ ისინი "ხელახლა ჩაატარებენ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს".
"პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ანაკლიის პროექტის განხორციელებით, კოალიციის ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია დაუბრუნდება. "ძლიერი საქართველოს" გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან.
ამას გარდა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ იღებს ვალდებულებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველივე სამ კვირაში კიდევ ორი პრიორიტეტი შეასრულოს.
"პირველ რიგში, ევროკავშირში ინტეგრაცია: პირველ სამ კვირაში ჩვენი ხელისუფლება გააუქმებს რუსულ კანონს და დაიწყებს ევროკომისიის მოთხოვნების 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მეორე, პენსიები: პირველ სამ კვირაში, ჩვენი კოალიციური შეთანხმების ფარგლებში, მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც გზას გაგვიხსნის 1000 ლარიანი პენსიისკენ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ გავზარდოთ პენსია, მათ შორის კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადების გაზრდით", — ნათქვამია მიმართვაში.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რამდენიმე დაპირებას აანონსებს. მისი განცხადებით, ამომრჩევლებისგან ძირითადად ორ წუხილს ისმენს: ხალხს დაკარგული აქვს ხელისუფლების რწმენა და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ბუნდოვანება მათ შეშფოთებას იწვევს. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას მთავრობას, რომელიც რუსეთს ემსახურება.
"ამ არჩევნებზე ჩვენ ვისახავთ 3 მთავარ მიზანს:
პირველი, ეს არის რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლება დაუყოვნებლივ და ევროპული გზის გაგრძელება.
მეორე, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა!
მესამე, 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მეგა-პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა დიდი პროექტები." — წერს მამუკა ხაზარაძე.
კოალიციის გავრცელებულ წერილში საუბარია ასევე იმაზე, რომ რადგან ევროკავშირის 13 ქვეყანა ღიად და ოფიციალურად გვეუბნება, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, ამიტომ საჭიროა ხალხმა შეცვალოს ხელისუფლება.
"თუ გსურთ ევროპული მომავალი მეტი სამუშაო ადგილებით, უკეთესი ხელფასებით, მაღალი პენსიით, ნაკლები კორუფციით და ადამიანის დაცული უფლებებით - მაშინ ყველა ეს შესაძლებლობა თქვენს ხელთაა და 26 ოქტომბერს, შაბათს ეს რეალობად უნდა ვაქციოთ.
შაბათს ჩვენ გაქვს ხელისუფლების შეცვლის შანსი. ჩემი დიდი სურვილია, რომ ძლიერი საქართველო - ნომერი 9 იყოს თქვენი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს, პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას!" — განმარტავს ხაზარაძე.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები