ინვესტირება ადრე ხშირად რთულ პროცესებთან ასოცირდებოდა, თუმცა დღეს ეს რეალობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ახლა ამის გაკეთება მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან არის შესაძლებელი.

თუ აქციებით ვაჭრობით ხარ დაინტერესებული, ამ სტატიაში ბევრ კითხვაზე პასუხს იპოვი. აქ გიყვებით, როგორ და რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება იმისათვის, რომ სამომავლოდ საკუთარი კაპიტალი გაზარდო და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიო.

რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია — ინვესტირება გაცილებით მოგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე ფულის სტანდარტულ ანაბარზე შენახვა. უნდა იცოდე, რომ უდიდესი კომპანიები (და არა მხოლოდ) წლების განმავლობაში სტაბილურად ზრდიან საკუთარ ღირებულებას, მათი ფასიანი ქაღალდების ფლობა კი ნიშნავს, რომ შენი აქტივიც იზრდება. შესაბამისად, დღეს დარგული ხე ინვესტიციებში გაცილებით სწრაფად და ნაყოფიერად შეიძლება გაიზარდოს, ვიდრე სხვაგან.

რა მოგებას მიიღებდი ახლა, 10 წლის წინ Netflix-ის აქციები რომ გეყიდა

ამასთან, როგორც წესი, ინფლაცია დროთა განმავლობაში ფულის ღირებულებას ამცირებს. ინვესტირება კი საშუალებას გაძლევს, რომ შენმა თანხამ რეალური ღირებულება არ დაკარგოს. რაც უფრო მეტია ამონაგები, ინფლაცია უფრო ნაკლები ძალით ახდენს გავლენას შენს აქტივზე.

სამი რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

1. განსაზღვრე მიზანი და ვადიანობა

ინვესტირების დაწყებამდე აუცილებლად განსაზღვრე, რისთვის აგროვებ ფულს და რა ვადაში გჭირდება შედეგი. მიზანი შეიძლება იყოს ბინის ან ავტომობილის შეძენა, განათლების დაფინანსება, საპენსიო კაპიტალის შექმნა და სხვა. ვადის განსაზღვრა კი დაგეხმარება გაარკვიო, რომელი ტიპის აქტივი შეეფერება შენს გეგმას — მაგალითად, აქციები უფრო გრძელვადიან ინვესტორებს აძლევენ მაღალ პოტენციურ მოგებას. ზოგიერთი დამწყები ინვესტორისთვის კი უფრო მეტად ხელსაყრელია სავაჭრო ფონდები, რომლებიც შედარებით ნაკლებრისკიან აქტივად ითვლება.

2. გაიგე შენი რისკისადმი ტოლერანტობა

ინვესტირების დაწყებამდე შეაფასე, როგორია შენი რისკისადმი დამოკიდებულება. უნდა გახსოვდეს, რომ რისკების დაზღვევა სხვადასხვა ინსტრუმენტით შეგიძლია. მათ შორის არის პორტფელის დივერსიფიცირება, რაც ერთმანეთის დამზღვევი აქტივების ფლობას გულისხმობს. უნდა გაითვალისწინო, რომ ნებისმიერ ინვესტიციას თან ახლავს ალბათობა, რომ მისი ღირებულება გაზრდის პარალელურად შემცირდეს კიდეც.

3. განსაზღვრე, რა მოცულობის თანხის ინვესტირება გსურს

მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირებაში ჩადებული თანხა გაითვალისწინო როგორც დანაზოგისთვის გადადებული კაპიტალი. დაწყებისას შეზღუდვები ნაკლებად გაქვს, რადგან როგორც ცნობილია, პირველი და ყველა შემდგომი ინვესტიციის გაკეთება მინიმალური თანხითაც შეგიძლია. ამასთან, გაითვალისწინე, რომ თუ ამ საქმეს გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედავ, მეტი ამონაგების მიღების საშუალებაც გექნება. სასურველია, წინასწარ იცოდე, რა სტრატეგიით აპირებ ინვესტირების გაგრძელებას და ამ სტრატეგიას მწყობრი ნაბიჯებით მიჰყვე.

როგორ შეგიძლია ინვესტირების დაწყება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტირების დაწყება მარტივად — თიბისის მობაილბანკის საშუალებით შეგიძლია. აქ საინვესტიციო ანგარიშის გახსნა სამი ნაბიჯის გავლით, ერთ წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. ამასთან, უნდა იცოდე, რომ ინვესტორები მობაილბანკში საკომისიოს გადახდის გარეშე ვაჭრობენ — აქ იგულისხმება როგორც ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა, ისე ფასიანი ქაღალდების ყიდვა და გაყიდვაც ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე ხორციელდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ მობაილბანკი საშუალებას გაძლევს ინვესტიციების პლატფორმაზევე გაეცნო საინვესტიციო სიახლეებს — წამყვანი საინვესტიციო ბანკების რეკომენდაციებს, სამიზნე ფასებსა და ახალ იდეებს. ეს რესურსი დაგეხმარება მუდმივად იყო საქმის კურსში ბირჟაზე მიმდინარე მოვლენებისა და ბაზრის სიახლეების შესახებ, სადაც ზუსტი და განახლებადი ინფორმაციის ქონას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ინვესტიციების პლატფორმაზე შენი პორტფელის მართვა ავტომატური ფუნქციონალებითაც შეგიძლია:

  • ლიმიტის და სტოპ ორდერები — აქ თავად განსაზღვრავ აქციის სასურველ ფასს. როგორც კი ფასი ამ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება.
  • ავტოპილოტი — ეს ფუნქცია ავტომატური ოპერაციების საშუალებით პორტფელის ზრდასა და თანხის დაგროვებაში დაგეხმარება. შენ მხოლოდ თანხა, დაზოგვის სიხშირე და სასურველი აქცია ან ფონდი უნდა შეარჩიო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იცოდე, რომ თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე მაშინაც კი, როცა არ ვაჭრობ, შენი დანაზოგი იზრდება. საინვესტიციო ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე 3%-მდე წლიური სარგებელი ყოველთვიურად გერიცხება. მისი გატანა კი ნებისმიერ დროს ყველანაირი საკომისიოს გარეშე შეგიძლია.

გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე. ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.