სამოქალაქო საზოგადოება — საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და მომსახურებების მონიტორი
ფოტო: Pinterest
მოქალაქე ცვლილების ცენტრში
ასოციაცია ანიკას მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს პროექტი “სამოქალაქო საზოგადოება — საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და მომსახურებების მონიტორი”. პროექტის სამიზნე რეგიონებია გურია, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. პარტნიორია ევროპის ფონდი.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას საჯარო მმართველობის პროცესში, რათა ხელი შეეწყოს გამჭვირვალე, ეფექტიან, მოქალაქეზე ორიენტირებულ მმართველობას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი მოიცავს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ აქტივობას:
- დისკუსიები მუნიციპალური კეთილდღეობის პროგრამების მართვაზე;
- ტრენინგები მონიტორინგისა და საჯარო მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ;
- სამიზნე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სამოქალაქო გზამკვლევების შემუშავება;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობა კვლევისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე;
- ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა კეთილდღეობის პროგრამების განახლებისას;
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საინფორმაციო ვიდეორგოლების სერია, რომელიც წარმოაჩენს მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობას საჯარო მმართველობაში.
პირველი ვიდეო განმარტავს, როგორ უკავშირდება საჯარო სერვისების მუშაობა ყოველდღიურ ცხოვრებას და რატომ არის მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ ხდება ამ სერვისების დაგეგმვა და შესრულება.
ვიდეო გვახსენებს, რომ სახელმწიფო სერვისები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხოლო რეფორმა მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როცა მასში მოქალაქე თავად მონაწილეობს. ინფორმირებულობა ნიშნავს ჩართულობას, ხოლო ჩართულობა ქმნის ღია და სამართლიან სისტემას.
მეორე ვიდეო ხაზს უსვამს მონიტორინგის როლს გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველსაყოფად. გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი პრინციპები, როგორებიცაა ბიუჯეტის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და პროფესიონალიზმი. მონიტორინგის საშუალებით მოქალაქეები ხედავენ კონკრეტულ შედეგებს — მიიღება გადაწყვეტილებები და სრულდება სამუშაოები.
მესამე ვიდეო კი ცვლილების პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ვიდეოის მთავარი გზავნილია, რომ მოქალაქეთა აქტიურობა ქმნის უკეთეს ქვეყანას. სახელმწიფო იქმნება მოქალაქეთა ყოველდღიური მონაწილეობით, ინიციატივებითა და საერთო პასუხისმგებლობით.
პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობის პრაქტიკის გაძლიერებას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საზოგადოებას შორის.
პროექტის შედეგები აჩვენებს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეების ჩართულობა და კონკრეტული პროცესების მონიტორინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესებაში.
როცა მოქალაქე მოქმედებს — საზოგადოება იცვლება.
ეს პროექტიც სწორედ იმ ცვლილების ნაწილია, რომელიც თითოეული აქტიური მოქალაქიდან იწყება და მთელ ქვეყანას აძლიერებს.
კომენტარები