საქართველოში კრიპტო & ბლოკჩეინ ეკოსისტემის გასაძლიერებლად ასოციაცია დაფუძნდა
ფოტო: Cryptal
ახალი ერა ქართული კრიპტო ინდუსტრიისთვის — ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია FITA დაფუძნდა
საქართველომ ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — ოფიციალურად დაფუძნდა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წამყვან კრიპტო კომპანიებს საერთო მისიით — ხელი შეეწყოს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
ასოციაციის დაარსება გარდამტეხი მომენტია საქართველოს კრიპტო გარემოსთვის. ეს არის სიგნალი, რომ ინდუსტრიის ლიდერები მზად არიან იმუშაონ რეგულატორებთან პარტნიორობით და არა წინააღმდეგობაში, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე და მდგრადი მომავალი ბლოკჩეინისა და ციფრული ფინანსებისთვის.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თვითრეგულაციის პრინციპების დაცვით, ასოციაცია გაერთიანებული ძალაა ადგილობრივ ეკოსისტემაში.
ასოციაციის მიზანი & მისია
ასოციაცია დაფუძნდა მკაფიო და მომავლისკენ მიმართული ხედვით — ხელი შეუწყოს საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემის განვითარებას თანამშრომლობის, განათლებისა და ინოვაციების გზით.
ასოციაციის მისია ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებაs
- რეგულაციები: აქტიური მონაწილეობა ეროვნულ ბანკთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით ლიცენზირების ჩარჩოს ფორმირებაში, რაც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას — კრიპტო ბირჟებიდან სტარტაპებამდე.
- ცოდნა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კრიპტო აქტივების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და მთლიანად ციფრული ეკონომიკის შესახებ საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღია დისკუსიების საშუალებით.
- ბიზნესის მხარდაჭერა: კოლაბორაციული პლატფორმის შექმნა, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებსა და კომპანიებს სთავაზობს წვდომას რესურსებსა და კვლევებზე.
- ტექნოლოგიური ინოვაცია: ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის.
რატომ დაფუძნდა ასოციაცია? — მომავლის საერთო ხედვა
ასოციაციის შექმნის საფუძველი გახდა საქართველოს წამყვანი კრიპტო კომპანიების საერთო გადაწყვეტილება, რომ ინდუსტრიის მომავალი ზრდა დამოკიდებულია ერთიანობაზე, გამჭვირვალობაზე და რეგულატორთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
დამფუძნებელმა წევრებმა აირჩიეს პრაქტიკული მიდგომა — შეიქმნას ინსტიტუციური ორგანო, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს სექტორის ინტერესები, შეიტანოს წვლილი პოლიტიკის ფორმირებაში და დაიცვას როგორც ბიზნესების, ისე მომხმარებლების უფლებები. ასოციაციის შექმნა გამოხატავს რწმენას, რომ თანამშრომლობა და არა დაპირისპირება არის ის გზა, რომელიც კრიპტო ბაზრის სანდოობასა და მდგრადობას განაპირობებს.
ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ასოციაცია მიზნად ისახავს, FATF რეკომენდაციებისა და ევროპული სარეგულაციო სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისი ბიზნეს სტანდარტის ჩამოყალიბებას, რომლითაც იხელმძღვანელებენ წევრი კომპანიები, რაც ბუნებრივია კრიპტო მომხმარებლებისთვი ხარისხის გარანტია იქნება.
დამფუძნებელი წევრები და ინდუსტრიის წარმომადგენლობა
ასოციაცია უკვე აერთიანებს საქართველოს ტოპ კომპანიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
- CRYPTAL
- CRYPTOMAT
- Coinmania
- CityPay
- Bitnet
- Whitebit
- Coinswap
- Coinet
ასოციაცია ქმნის ერთგვარ ხიდს ინდუსტრიასა და რეგულატორებს შორის, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია, ინტერესები და გადაწყვეტილებების თანხვედრა.
ასოციაციის ფუნქციები და სტრატეგიული მიმართულებები
ასოციაცია განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, შესაბამისად, მისი მიზანია საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარება და გაძლიერება.
მისი საქმიანობა ეფუძნება მკაფიო სტრუქტურას და ძირითადი ფუნქციებია:
- ანალიზი და კვლევა: ბაზარზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, წევრთა საჭიროებების შეფასება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.
- ადვოკატირება და წარმომადგენლობა: კრიპტო ინდუსტრიის ერთიანი ხმის წარმოჩენა, წევრთა ინტერესების დაცვა და გამჭვირვალე დიალოგის უზრუნველყოფა რეგულატორებთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
- კოორდინაციის მექანიზმი: მუდმივი კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბება ბაზრის მონაწილეებსა და მარეგულირებელ სტრუქტურებს შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებისთვის.
- საერთაშორისო ურთიერთობები: გლობალური პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა European Blockchain Association, OPEN Association და Crypto Valley.
- ცნობიერების ამაღლება: საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად კრიპტო აქტივების, ბლოკჩეინ ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკის შესახებ.
- სერტიფიკაცია და განათლება: პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამების უზრუნველყოფა იმ პირებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც კრიპტო სექტორში საქმიანობას იწყებენ.
- ფინანსური რესურსები და განვითარება: წევრებისა და სტარტაპების მხარდაჭერა დაფინანსების წყაროების, გრანტებისა და მსგავსი შესაძლებლობების მოძიებაში.
კრიპტო გარემო და მომავლის პერსპექტივა საქართველოში
საქართველო თანდათანობით ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ქვეყნად რეგიონში, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ბლოკჩეინისა და ციფრული ფინანსების განვითარებას.
ასოციაცია ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, უზრუნველყოფს, რომ რეგულაციები პრაქტიკულად აისახოს ინდუსტრიის რეალურ საჭიროებებზე და არ შეაფერხოს სფეროს განვითარება. ასოციაცია იმუშავებს, როგორც ხიდი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, იმისთვის, რომ:
- სარეგულაციო პოლიტიკის ფორმირების პროცესში წარმოაჩინოს ინდუსტრიის ხედვა და საჭიროებები.
- საქართველოს სარეგულაციო ჩარჩო FATF-ისა და ევროკავშირის სტანდარტებთან მოიყვანოს შესაბამისობაში.
- გააძლიეროს მომხმარებლის უფლებათა დაცვა და გაზარდოს გამჭვირვალობა ბაზარზე ყველა მონაწილისთვის.
- შექმნას თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებს და ქვეყანაში მოიზიდავს საერთაშორისო აქტორებს.
გზავნილი მომავალ წევრებს — ერთად ვქმნით კრიპტო მომავალს!
ასოციაცია იწვევს ყველა კომპანიას, სტარტაპსა და ინოვატორს, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიაში არიან ჩართულნი, შეუერთდნენ საერთო საქმეს — საქართველოს ციფრული ეკონომიკის მომავლის შექმნას. ასოციაციის წევრობა ნიშნავს არა მხოლოდ წარმომადგენლობას, არამედ შესაძლებლობას, თავად მიიღო მონაწილეობა რეგულაციური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში.
წევრობასთან ერთად, ინდივიდებსა თუ კომპანიებს მნიშვნელოვან საკითხებზე ეხსნებათ წვდომა, იქნება ეს კვლევითი მასალების გაზიარება, AML პროექტებთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების მიღება, საერთო საჭიროებების ადვოკატირება თუ წევრთა ინტერესების ერთიანი დაცვა.
პროფესიონალიზმისა და საერთო მიზნის ირგვლივ შექმნილი ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია ხელს შეუწყობს წევრებს გახდნენ ძლიერი ქართული ციფრული ეკონომიკის შექმნის ინიციატორები და დაიცვან ინდუსტრიის შეუქცევადი განვითარება.
დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუზლიათ დაუკავშირდნენ ასოციაციას ელ.ფოსტით: [email protected] ან ტელეფონით 593 147 747 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ასოციაციის შესახებ, ისე მათთვის საჭირო საკითხებზე.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები