გიგი უგულავა

გიგი უგულავა

9 Oct. 2017, 00:23

მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს, სამწუხაროდ, მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა - ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.
აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს (რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს, ჟურნალისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკასა და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილს უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია.

პ.ს. Miha hamodi

"მე კრაკოვეცთან რაც გავაკეთე, საქართველოში ეს გზა ჩემთვის ჩაიკეტა იმ შეთანხმებებით, რაც მოხდა შარშან არჩევნების წინ და არჩევნების მერეც, მთავარ პრობლემად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ ჩემი შესაძლო დაბრუნება. ჩემი შესაძლო დაბრუნება გამოაცხადეს მთავარ პრობლემად და არა ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია

პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, კანის სასიკვდილო კიბოს, მელანომის, გვიანი ფაზის კლინიკურ კვლევაში, იმუნოთერაპია…