მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

11 Oct. 2025, 11:04

მიხეილ ყაველაშვილი: "ელემენტარული რამ არის, რომ შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი. მისგან იყო პასუხი, არც ეს დამიმალავს, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი. ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი, ხელისუფლება და ადამიანები. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე ვიცით გლობალური გამოწვევები, შეიძლება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ ფიგურირებს საქართველო და ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. პოზიტიური მოლოდინი თავისთავად [გვაქვს]. დონალდ ტრამპმა მომილოცა 26 მაისი, ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ეს [ფოტო] "ფეიკი" არაა და ნამდვილია, იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი, სისულელეა ახლა ამის მტკიცება. ფაქტია, ეს მოცემულობაა. რატომ უნდა უარყონ იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული შთააგონონ, რომ ეს ნამდვილი არ არის. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი "გააბანძეს". ჩვენ გვეუბნებიან მონებიო, აი მონობა რა არის, კითხვას ვერ უსვამს საკუთარ თავს, ეს ფაქტია თუ არ არის ფაქტი, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას. იმ ახალგაზრდას უთხრას, იცით, რა ფაქტია კი, ყაველაშვილი შეხვდა და ჰქონდა ურთიერთობა და ეს სურათიც ნამდვილია და ეს მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  3. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული

"ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, საჯარო სივრცეში, მათ შორის…