"მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, მხედველობაში ჰქონდეს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები" — სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის განცხადება
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ ჰემფშირი) და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰო) საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაციის ბოლოდროინდელ განვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, "მხედველობაში ჰქონდეს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე".
ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო და ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ არადემოკრატიულს უწოდებენ.
სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას".
"ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით. პრემიერმინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ არის აღმაშფოთებელი, არადემოკრატიული და კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ ქართული ოცნება სრულიად არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზებით. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ს მთავრობასთან ერთად მუშაობდა და წარსულში ჩვენი კომიტეტის წინაშე მისცა ჩვენებაც, განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალის წინაშე სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს.
ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას.
"მოდით, ნათლად ვთქვათ: სწორედ ქართული ოცნება უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ, რათა განეხილათ მოვლენების შემაშფოთებელი განვითარება და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, მხედველობაში ჰქონდეს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე. ჩვენ ვუცხადებთ ჩვენს ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას იმ ქართველ ხალხს, რომელსაც უბრალოდ სურს მოითხოვონ თვითგამორკვევის უფლება", — ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ წერილში
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
კომენტარები