მახარა საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის შესახებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართველი YouTube კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი პირველ, მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს Creator-ს იწყებს, რომლის მიზანი ქართველი დამწყები YouTube-ერების მხარდაჭერა და ეკოსისტემის გაძლიერებაა.
პროექტის შესახებ Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მახარა (საეჭვო კაცი) გვესაუბრება და დაინტერესებულ პირებს კონკურსში წარმატებულად მონაწილეობისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს.
გამოიწერეთ მახარას YouTube არხი საეჭვო კაცი.
როგორია დღეს საქართველოში კრეატორობის კულტურა?
საქართველოში კრეატორობის კულტურა ძალიან მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2-3 წელიწადში თითქმის 100%-იანი ზრდაა კონტენტის, იდეებისა და იუთუბ არხების მხრივაც. თითქმის ყველა ტელევიზიის სახე ცდილობს, რომ იუთუბზე გადმოვიდეს და აქ გააკეთოს გადაცემა, იმიტომ, რომ აქ ბევრად კომფორტულია — ცენზურა არ არის, არავინ გიკონტროლებს კოტენტს, ანუ შენ შეგიძლია, იყო ის, ვინც ხარ და აკეთო შენი საყვარელი საქმე ისე, როგორც გსურს. თან, რაც მთავარია, უშუალო კონტაქტი გქონდეს მაყურებელთან, კომენტარების, შეფასებებისა და სხვ. საშუალებებით.
რა არის ის კრეატორების მთავარი სირთულე?
დღეს თამასა იმდენად აწეულია, რომ დამწყებ კრეატორებს უჭირთ დააკმაყოფილონ ასეთი მაღალი მოთხოვნები. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის საჭირო ვიღაცას მიბაძო და უკვე არსებული, პოპულარული კრეატორების დონეს სწრაფად დეწიო.
იუთუბის მთელი არსი არის, რომ მაყურებელს აჩვენო ის, რაც ხარ. არავინ აკვირდება რა კამერით იღებ, რა ტექნიკას იყენებ, ეს უკვე შემდეგი ნაბიჯია, როცა რაღაცები უნდა გამოასწორო, მაგრამ, თავიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ბევრი იუთუბერი ვიცით, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა ტელეფონით დაუწყიათ და დღეს ძალიან წარმატებულები არიან, დღემდე ტელეფონით იღებენ. იმის თქმა, რომ კარგი კამერა არ მაქვს და იუთუბს ვერ ვიწყებ არასწორია. მთავარია დაიწყო, მერე დრო განგავითარებს და შექმნის შენგან ნამდვილ იუთუბერს, კონტენტ კრეატორს.
რა მნიშვნელობა აქვს დიდი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოში YouTube კულტურის განვითარების პროცესში?
ალბათ, ლომის წვლილი მიუძღვით დიდ კომპანიებს YouTube-ის განვითარებაში. ამ სივრცეში მათი შემოსვლა ეტყობა კონტენტსა და კრეატორებს, როგორც კი დიდი კომპანიების რაღაც ბაზა შემოდის იუთუბზე, მაშინვე იზრდება კონტენტის რაოდენობაც, ხარისხიც და რესურსებიც.
დიდი კომპანიების შემოსვლა იყო ის, რამაც გაზარდა კონტენტის ხარისხი. ადამიანებმა უფრო მასშტაბური კონტენტები დაიწყეს, მაგალითად, ათამაშებენ მანქანას… ახლა ჩვენ ჩვენს არხზე სახლს ვათამაშებთ.
დიდი კომპანიების ჩართულობა და მასშტაბის ზრდა კარგია იუთუბერისთვისაც და მაყურებლისთვისაც, ამით შენ გამომწერს პატივს სცემ იმისთვის, რომ გამოიგიწერა. როცა ადამიანს მანქანას, სახლს ან რაღაც პრიზებს ჩუქნი ეს ჩვენგან მისი დაფასებაა.
Creator-ზე რომ ვისაუბროთ, რატომ არის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი?
მარტივად რომ ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ ეშინოდათ და ვერ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, ამ პროექტის მეშვეობით ნახავენ შიდა სამზარეულოს, ნახავენ როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ ძალიან რთული არ არის და უბრალოდ მთავარია, დაიწყო.
ეს 8 ადამიანი, რომლებიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩევა, იქნება ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეობითაც რომ დაიწყო, შეძლებ მიაღწიო მწვერვალს.
ჩემთვის, ეს არის შიშის მომხსნელი პროექტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უნდათ შემოვიდნენ YouTube-ის სივრცეში, უბრალოდ აუდიტორიის შიში აქვთ და არ იციან, რითი დაიწყონ. ამ კითხვებზე პასუხს ისინი სწორედ Creator-ისგან მიიღებენ.
რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს?
ალბათ მთავარია, რომ როცა მონაწილე გელაპარაკება, მის თვალებში გულწრფელობა დაინახო. ფარსი არავის მოწონს მთავარია, იყოს ნამდვილი და გულწრფელი. გულწრფელობას ყოველთვის აფასებს ხალხი.
რაც უფრო რეალური იქნება და ის, რაც არის სინამდვილეში, ვფიქრობ, უფრო მეტ ლოიალურ მაყურებელს მოიპოვებს. კარგი იუთებერისთვის მთავარი ინგრედიენტია, იყოს ის რაც არის.
ჩემთვის უმეტესწილად ფასდება ადამიანი, რომელიც არის რეალური, ამიტომ, არ დაიყენო ხმა, არ იფიქრო, რომ ვიღაცებს ესე თუ მოიქცევი ეს მოეწონებათ, ამას ყველაფერს ხვდება აუდიტორია, რადგან ძალიან გაიზარდა აუდიტორიაც და ისწავლა განსხვავება ცუდსა და კარგსა შორის. ამიტომ, იყავით ის, რაც ხართ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას, თუ ცოტა იღბალიც გაქვთ.
რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი უშუალოდ თქვენთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთვის ყველაზე მთავარია, მონაწილე იყოს ნამდვილი და შრომობდეს. შეიძლება ცუდად აკეთებდეს, მაგრამ შრომობდეს.
ამიტომ, ჩემთვის, მეორე მთავარი კრიტერიუმი იქნება შრომა. ადამიანს არ უნდა ეზარებოდეს შრომა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოსდის, მთავარია ცდილობდეს, უნდოდეს და გრძნობდე, რომ მას უნდა, წარმატებას მიაღწიოს.
დიდ ძალისხმევას და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, მინიმუმ იმას თუ ვერ გაააკეთებ რისთვისაც შრომობ, გამოცდილებას დააგროვებ.
რა არის რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველად დგამდით ნაბიჯებს YouTube-ის სივრცეში?
მე ძალიან გამიხარდებიდა, რომ ჩემთვის ტოპ იუთუბერებს რჩევები მოეცათ — რა როგორ გამეკეთებინა, შეეფასებინათ ჩემი ვიდეო, უკუკავშირით ეთქვათ, რა უნდა გამომესწორებინა.
როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ, მაგ დროს გჭირდება ადამიანი ის, ვინც გამოცდილია, ერკვევა ამ ყველაფერში და უბრალოდ გეუბნება, რომ რაღაც კარგად გააკეთე, რაღაც ცუდად. ეს უკუკავშირი ცალკე სტიმული და მოტივაციაა საამისოდ, რომ ხარვეზები გამოასწორო, შრომაში კიდევ უფრო მეტად ჩაერთო და გამოწრთო შენი თავი და გახდე ტოპ იუთუბერი.
რაც ურჩევდით დამწყებ Creator-ებს?
ხშირად იდეას მიზიარებენ და მეუბნებინ — ღირს, მახარ, ამის დაწყება? ეს არასწორი ფორმულირებაა, სხვამ არ უნდა გადაგიწყვიტოს შენთვის ღირს თუ თუ არა ესა თუ ის წამოწყება. ვერავინ გათვლის ამ ღირებულებას, იმიტომ, რომ ყველაზე ნამდვილი საშუალებაა დაიწყო, არ გაჩერდე, მიაღწიო დასახულ მიზანს და მერე შეაფასო.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა დღეს, 00:00 საათამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
კომენტარები