ლევან ცუცქირიძე

30 Sep. 2025, 12:23

"დღეს პროტესტის 307-ე დღეა და ამ ხნის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" თავისი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რის შედეგადაც საკუთარ ხალხს და მის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო გამწვავებაზე სწორედ მას დაეკისრება. "ქართულმა ოცნებამ" მის მიერ გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მომავალი; უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები, მოპარული ხელისუფლება, დეგრადირებული სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები და ელიტური კორუფცია - ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე — ჩვენს ქვეყანას უმძიმესი განსაცდელის წინაშე აყენებს.

მოვუწოდებთ ქართულ პოლიციასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს: ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას", დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები; უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს.

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშვნის შესახებ, შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით.

"თავისუფლების მოედანი", როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობისაგან წარმოშობილი პარტია, ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. ამიტომ, როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  3. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  4. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  5. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე

"2024 წლის მარტის დასაწყისში განხორციელებულმა ჩვენმა ვიზიტმა ლონდონში, შეხვედრებმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის…