არჩილ გორდულაძე

22 Sep. 2025, 15:11

"საქართველოს ახლა ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ტრიბუნას საქართველოსთვის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს. დაველოდოთ მის იმ გზავნილებს, რომელიც გაჟღერდება უმაღლესი ტრიბუნიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდეს, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ახლა გაეროში საქართველოს წარმომადგენელია, საქართველოს სახელით იმ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებს, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლით. მისი ღირსებიდან, პიროვნული თვისებებიდან, პატრიოტიზმიდან და ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია".

ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ის აშშ-ში უკვე გაემგზავრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

ხვალ, 6 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთის…