რა არის ხელოვნური სუპერინტელექტი
ფოტო: Tara Winstead / Pexels
ხელოვნური ინტელექტი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა. ხელოვნურმა სუპერინტელექტმა კი შესაძლებელია, ეს მიღწევები საბოლოოდ დააგვირგვინოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სუპერინტელექტი ჯერჯერობით არ არსებობს და დადასტურებულად ისიც არ ვიცით, შეიქმნება თუ არა ოდესმე. ამის მიუხედავად, AI ბუმის ფონზე ამ საკითხზე მსჯელობა სამეცნიერო და ეკონომიკურ წრეებში მუდმიავად მიმდინარეობს.
რა არის ხელოვნური სუპერინტელექტი
ხელოვნური სუპერინტელექტი (ASI) ჩვენთვის კარგად ცნობილი AI-ის განვითარებულ ვერსიად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელმაც, არსებული თეორიის მიხედვით, ადამიანის ინტელექტის შესაძლებლობებს ყველა სფეროში უნდა გადააჭარბოს და მასზე უკეთ შეასრულოს ისეთი დავალებები, როგორებიცაა: პრობლემის გადაჭრა, მსჯელობა, სწავლა, კრეატიული საქმიანობა და სხვა.
მას უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი მეხსიერება, მსჯელობის უნარი და სისწრაფე. ამასთან, მან უნდა იმუშაოს ისეთ დონეზე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის შესაძლებლობების არსებულ გაგებას.
მიუხედავად იმისა, რომ AI სწრაფად ვითარდება, ხელოვნული სუპერინტელექტი ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულ კონცეფციად რჩება. არსებული მდგომარეობით, ჯერ არ შექმნილა რაიმე პროგრამული სისტემა, რომელიც მასთან ახლოსაც კი მივიდოდა.
ASI-ის პოტენციური შესაძლებლობები ერთი შეხედვით აღმაფრთოვანებელია — მან კაცობრიობის ყველაზე რთული საკითხების გადაჭრაც უნდა შეძლოს. მეორეს მხრივ, საუბარია რისკებზეც, რომლის თანახმადაც, ის შესაძლებელია კონტროლის ჩარჩოებიდან გამოვიდეს და ადამიანებისთვის საფრთხედ იქცეს. თუმცა, ახლა, როდესაც AI სუპერიტელექტის კონცეფცია მხოლოდ თეორიულად არსებობს, ამაზე საუბარი ალბათ ძალიან ადრეა.
ხელოვნური ინტელექტის ტიპები
არსებული მდგომარეობით, ხელოვნური ინტელექტის სამი ტიპი არსებობს. AI-ის პირველი დონე ეგრეთ წოდებული ვიწრო ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც სუსტ AI-საც უწოდებენ. ის კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება. ეს არის ერთადერთი ტიპის AI, რომელიც ამჟამად არსებობს. მას მიეკუთვნებიან: ChatGPT, Claude, Alphabet-ის (GOOG) (GOOGL) Gemini, სხვა ჩატბოტები და AI ასისტენტები.
მეორე დონეს მიეკუთვნება ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI), რომელიც ცნობილია როგორც ძლიერი AI. ის ადამიანის ინტელექტს უნდა გაუთანაბრდეს და ზოგიერთ შემთხვევაში გადააჭარბოს კიდეც. ამასთან, მან უნდა ისწავლოს გამოცდილებიდან და ახალი ამოცანების ამოხსნისას ადაპტაცია განიცადოს. AGI-ც ამჟამად მხოლოდ თეორიულად არსებობს, თუმცა OpenAI, Alphabet და Meta Platforms (META) აქტიურად მუშაობენ მის შესაქმნელად.
AGI უკვე სერიოზული ნახტომია დღევანდელი ვიწრო AI მოდელებისგან, ხოლო ASI კიდევ უფრო დიდ პროგრესად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც AI-ის ტიპებს შორის მესამე ადგილს იკავებს.
AI-ში ინვესტიცია
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში არსებულმა ბუმმა არაერთი კომპანია შექმნა. მათ შორის ზოგიერთმა მსოფლიოს ტოპ-კომპანიებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი.
ამჟამად ხელოვნურ სუპერინტელექტში ინვესტიცია შესაძლებელი არ არის, რადგან ის ხელშესახები ფორმით ჯერ არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია ინვესტიცია AI კომპანიებში. ასეთ კომპანიებს უპირველესად იმ ტექ-გიგნატებს მივაკუთვნებთ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. მაგალითისთვის, Alphabet-სა და Meta-ს გაშვებული აქვთ AI ასისტენტის სერვისები. ამასთან, Amazon ხელოვნურ ინტელექტს პროდუქციის რეკომენდაციებისთვის იყენებს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების ავანგარდშია Nvidia, რომელიც AI ჩიპების მწარმოებელია. აქვე უნდა ვახსენოთ ნახევარგამტერების მწარმოებელი Taiwan Semiconductor Manufacturing (TSM). ამასთან, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფულის დაბანდება შესაძლებელია ისეთ ფონდებში, რომლებიც AI აქციებს მიჰყვებიან (BOTZ, ROBO და სხვები).
მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციებს (კომპანიის ზომა) თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ძირითად შემთხვევებში ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობენ. მათი უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ხელოვნურ ინტელექტთან. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ინვესტორები AI ინდუსტრიას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.
აქვე გეტყვით, რომ AI-სა და სხვა სექტორების კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
კომენტარები