ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის — გაიცანი დამიანე, ევერესტის ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტის გენერალური სპონსორია.
ამ ბლოგში კი ჩვენ ევერესტის აღმოჩენაზე, ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონზე, 9 წლის დამიანე მამრიკიშვილზე გიამბობთ.
ოდესმე გიფიქრია, რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო? ნიჭი? შრომა? ჟინი? ალბათ, ყველაფერი ერთად. დამიანე მამრიკიშვილი კი სამივეს აერთიანებს.
დამიანესთვის ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დაიწყო: “ჩემი ძმა მეცადინეობდა და მეც მომეწონა“ — ასე უბრალოდ იხსენებს დამიანე.
ამ პატარა მომენტმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ბავშვური ინტერესი დღეს უკვე შთამბეჭდავ ჩემპიონობად იქცა.
შეიძლება იფიქრო, რომ ამხელა წარმატებას მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით მიაღწია, თუმცა, თავად დამიანე ასე არ ფიქრობს. მართალია, ის მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ უკვე კარგად ესმის, რომ წარმატება შემთხვევით არ მოდის.
“მათემატიკა კარგად გამომდის, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ”.
მის სიტყვებში იგრძნობა ის შრომა და თავდადება, რომლებსაც წარმატება მოაქვს. ეს არის ნამდვილი ჟინი, ის, რაც არ ასვენებს.
დამიანე თანატოლებს ძალიან უბრალო და გულწრფელ რჩევას აძლევს: “წარმატებისთვის ბევრი იმეცადინონ”.
მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია ჟინიან ახალგაზრდებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი განათლების გზაზე ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითიც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები