2020-2025 წლებში Meta-ს პლატფორმაზე ყველაზე მეტი ფული, $627 306 ქართული ოცნების FB გვერდმა დახარჯა
ISFED-ის ცნობით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში Facebook-ის (ახლანდელი Meta) რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, რომელიც პოლიტიკური, საარჩევნო და სოციალური რეკლამების შესახებ მონაცემებს ინახავს. 2020–2025 წლებში Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 172,577 რეკლამა გამოქვეყნდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 6.8 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა. რეკლამების საშუალო წლიური რაოდენობით საქართველომ, 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, მე-40 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა ქვეყანას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც საქართველოს მსგავსია.
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, ბოლო 5 წელში, ყველაზე მეტი თანხა — $627 306 ქართული ოცნების ოფიციალური ფეისბუქგვერდის რეკლამებისთვის დაიხარჯა.
II ადგილზეა ნიკა მელიას ფეისბუქ-გვერდი — $326 479;
III-ზე ირაკლი კობახიძის გვერდი $271 175-ით;
IV-ზე ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი $268 896-ით;
V-ზე — მამუკა ხაზარაძის გვერდი $252 656-ით.
მედიასაშუალებებს შორის, Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები, ძირითადად პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა გასწიეს, რაც ჯამურად $660 000-მდეა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ "პოს ტვ" და "იმედი", რომლებმაც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე $566 134-ის 24,347 რეკლამა გამოაქვეყნეს.
ISFED-ის კვლევის მიხედვით, სარეკლამო დანახარჯების ოდენობით პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გვერდები გამოირჩეოდნენ. გვერდების ნაწილი Meta-ს წესების დარღვევის გამო არაერთხელ გაუქმდა, თუმცა მალევე იდენტური ან მსგავსი სახელწოდებით აღდგა. მათ შორის, გვერდის სისტემა "არ აგარევინებთ", რომელიც ვატო შაქარიშვილთან და მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული, ფეისბუქიდან წაშლის შემდეგ 4-ჯერ აღდგა პლატფორმაზე.
ფეისბუქის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდნენ შემდეგი გვერდები/გვერდის სისტემები:
Bidzina Ivanishvili for Georgia — (2021-2024 წლები) $26 559;
"არ აგარევინებთ"/"არ აგარევინებთ • ar agarevinebt" — (2022-2025) $25 531;
"ქართული ოცნება ჩემი არჩევანია" — (2021-2025 წლები) $23 244;
"რა კეთდება"/"ქართული ოცნების მხარდამჭერები" — (2021-2024 წლები) $14 924;
Irakli Garibashvili 4 Georgia — (2021-2025 წლები) $12 650;
"შიგ ევროპაში" — (2020-2025 წლები) $11 616.
თითოეულ ამ გვერდზე 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების რეკლამა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ქართული ოცნების სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმავდროულად ანტიდასავლური, ევროკავშირის საწინააღმდეგო აქტიური კამპანიის წარმოების როლიც შეითავსა.
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
კომენტარები