გიორგი ტუმასიანის თქმით, სომხეთში დაკავებული ქართველი მებრძოლის, გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია "პრაქტიკულად გამორიცხულია"
სომხეთში დაკავებული ქართველი მებრძოლის, გიორგი კინოიანის შესახებ მოძრაობა ერთობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუმასიანი დამატებით დეტალებს სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კინოიანი სომხეთში, ქალაქ ვანაძორში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისივე თქმით, ქართველი მებრძოლის "რუსეთში ექსტრადიცია პრაქტიკულად გამორიცხულია".
"გიორგი კინოიანის საკითხზე:
იმყოფება სომხეთში, ქალაქ ვანაძორში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. ვესაუბრე სომხეთში შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გიორგი კინოიანის ოჯახის წევრებთანაც კომუნიკაციაში ვარ და მათ შორის კომუნიკაციასაც ვუწყობ ხელს. ხვალამდე ოჯახის წევრები უფლებადამცველებს მისცემენ სპეციალურ ნებართვას გიორგი კინოიანის ინტერესების დაცვაზე და უფლებადამცველები შევლენ გიორგისთან, დაიწყებენ მისი უფლებების დაცვას, რათა მალე მოხდეს მისი გათავისუფლება, რუსეთში ექსტრადიცია პრაქტიკულად გამორიცხულია.
გიორგი კინოანი დაკავებულია რუსეთის მოთხოვნით, საერთაშორისო ძებნით. სომხეთი იძულებულია მაგაზე რეაგირება მოახდინოს, დააკავოს პიროვნება და შემდეგ გაარკვიოს რის საფუძველზეა ძებნა. ეს გათვალისწინებულია დსთ-ს ფარგლებში და ორმხრივი შეთანხმებებით.
რადგან ეს ძებნა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლოს განჩინებით გამოაცხადა რუსეთმა, სომხეთი, როგორც წესი, ამას უარყოფს რადგან არ არის აღიარებული რუსეთის ნაწილად ეს ტერიტორია და შემდეგ ადამიანის გათავისუფლება ხდება. ამოწმებენ ასევე ხომ არ აქვს ამ ადამიანს რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული, ეს არის წესიდან გამონაკლისი შემთხვევები.
ასევე, გეტყვით რომ საქმის კურსში ჩავაყენე სომხეთის პოლიტიკური ხელისუფლებაც, რათა ამ საკითხისადმი იყვნენ ყურადღებით. ჩვენი მოქალაქეა და საქართველოს ინტერესი უნდა გაითვალისწინონ.
წესით, ამას მე არ უნდა ვაკეთებდე, საელჩო გვაქვს სომხეთში, ჩვენი გადასახადებიდან ხელფასებს ვუხდით. აი საკუთარი მთავრობის იმედად რომ არ ვართ, ეგაა ტრაგიკული და შესაცვლელი", — დაწერა გიორგი ტუმასიანმა.
ცნობისთვის, გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადიციო ვადითაა დაკავებული. რუსეთმა ამ დროში საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, ხოლო შემდეგ სომხეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას — გადასცემს თუ არა ქართველ მებრძოლს რუსეთს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები