ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

6 Sep. 2025, 12:41

ზურაბ ჯაფარიძე: "3,000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? არ აჩვენებს ჩემთან არც "ტვ პირველი" და არც "ფორმულა" (სხვა არ მაქვს) და გარეთ ჩანს ცეცხლი? რათ მინდა ეს ტრიბუნასთან ბრიფინგები და ნანგრევების წინ სინქრონები, ცეცხლი სადაც ანთია, ის ადგილები გვანახეთ. იქნებ ჩვენც შემოვკრათ ჯამებს კოვზები.

ეს ყოველდღიური ბრიფინგები, ხანდახან დღეში 2-3ჯერ, ხან ოფისიდან, ხან ქუჩიდან, ხან ტყიდან და ხან ზღვიდან, თან ლაივები ორივე არხზე, თითქოს რამე ისეთი უნდა ითქვას, ჯერ რომ არ სმენია ქართველის ყურს, გავიგე.

გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად?

ამიტომ, აგერ ბატონო, ვმუშაობთ, არ ვსხედვართ ხელდაკრეფილი, ბრიფინგებს ვაწყობთ, და რასაც ისედაც გეუბნებით დღეში 7-ჯერ, ყველა პოლიტიკურ თოქშოუში, აგერ ცალკეც მოგახსენებთ ბრიფინგებზე და მეტი "სიგანგაშისთვის" ლაივებსაც ვთხოვთ ტელევიზიებს.
ამის მეტი რა მინახავს.

მაგრამ, ამ ე.წ "ახალ სახეებს" რომ აყენებთ ბრიფინგზე, რომლებიც ამდენი წელია თვალით არ უნახავს არავის, არსად, არც დაკავებული, არც დაჯარიმებული, არც სამსახურიდან გამოგდებული, ვინმე დებილ ქოცთან შელაპარაკებულიც კი, ნაცემ-ნაწამებზე აღარაფერს ვამბობ, თან შუბლზე რომ საკრებულოს სკამი ახატიათ, და აქეთ რომ გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ებრძოლო თურმე რეჟიმს, აი, მართლა, &*% ხომ არ გაქვთ?" 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…